მოგზაურობა ფრანკოფონიაში, დიდი ტური

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით დაგეგმილი 2017 წლის დიდი ტური - მოგზაურობა ფრანკოფონიაში, მიზნად ისახავს ფრანკოფონული კულტურის სიმდიდრის, მრავალფეროვნებისა და სიცოცხლის წარმოჩენას და ილუსტრირებას. დიდი ტურის ფარგლებში 100-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე.

JPEG
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დიდი ტურის შესახებ პირველად ანტანანარივუში, 2016 წლის 26 და 27 ნოემბერს გამართულ ფრანკოფონიის სამიტზე გამოაცხადა. მოგზაურობაში მონაწილეობას ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი - ქალბატონი მიშელ ჟანიც მიიღებს. ეს მოგზაურობა შექმნის ახალ შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობებს იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ფრანგული ენა აერთიანებთ.

დიდი ტურის ეტაპების სია შედგა უცხოეთში მოღვაწე ფრანგული კულტურული წრეების შემოთავაზებების გათვალისწინებით, საორგანიზაციო (ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია, კულტურისა და კომუნიკაციის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და უმაღლესი სწავლების სამინისტრო, ზღვის-იქითა ტერიტორიების სამინისტრო, „TV5“, „Frqnce“, "Médias Monde") და საშემსრულებლო (ფრანგული ინსტიტუტი (Institut français), უცხოეთში ფრანგული ენის სწავლების სააგენტო (AEFE), ფრანგული კავშირი „ალიანს ფრანსეზი“ (Alliance française), უნიფრანსი (UniFrance)) კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.

სხვადასხვა ეტაპები მაქსიმალურად წარმოაჩენენ მსოფლიო ფრანკოფონულ კულტურას. კრებულში სახელად „მოგზაურობა ფრანკოფონიაში“, რომლის ელექტრონული ვერსიაც თან ერთვის სტატიას, შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ფრანკოფონიის 2017 წლის დიდი ტურის შესახებ შედგენილი კრებულის გადმოწერა - (PDF 873,4 ko)

უფრო მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://www.grand-tour2017.com

publie le 10/02/2017

hautdepage