მოიგეთ თვითმფრინავის ბილეთი, ორი გზა, პარიზზე

ეს შესაძლებელი და ადვილია, თბილისის ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი ათამაშებს ლატარეას მათთვის, ვინც ეწერება სექტემრიდან მოყოლებული ყოველთვიურ პროგრამებში ცენტრის მიერ შემოთავაზებული ფრანგული ენის შემსწავლელ კურსებზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10 სთ-დან 21 სთ-მდე.

ცენტრის ერთგული და კეთილგანწყობილი პარტნიორის წყალობით, ტურისტული სააგენტო CGTT და ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრი გაათამაშებს ლატარეას ენის შემსწავლელი კურსების 2005 წლის ბოლო ორი სემესტრის მონაწილეებისათვის (ამჟამად ირიცხება 300 მოსწავლე).

გათამაშდება 3 პრიზი

JPEG

- 1. თვითმფრინავის ბილეთი თბილისი-პარიზი-თბილისი ამ ზამთრისათვის

- 2. ფრანგული კულტურის ცენტრში ფრანგული ენის შემსწავლელი კურსის 2006 წ.-ის ერთი სემესტრი

- 3. ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკის ორი აბონემენტი 2006 წ.-სათვის
JPEG

გათამაშება შედგება ოთხშაბათს, 21 დეკემბერს 18 სთ.-სა 30 წთ.-ზე ა. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრში, გუდიაშვილის 10.

არდასწრება არასაპატიოა : პირველი პრიზით დაჯილდოება მოხდება მხოლოდ გათამაშებაზე დასწრების შემთხვევაში ! არყოფნის შემთხვევაში გათამაშება შედგება მეორეჯერ.

გამოქვეყნებულია 02/01/2006

გვერდის დასაწყისი