მოსამართლეთა ეროვნული სკოლა « შეწყვილების » პროექტში მონაწილეობს

სამშაბათს, 19 სექტემბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-ნმა პასკალ მენიემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის « შეწყვილების » პროექტის გახსნაში, რომელიც ეხება სამოსამართლო სწავლების გაძლიერებას და რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი ლატვია-საფრანგეთი-ხორვატია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს პროექტი მიზნად ისახავს ქართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას მოქმედი და მომავალი მოსამართლეებისთვის სასწავლო პროგრამების განვითარების სახით. « შეწყვილების » პროექტის მიზანია, მოსამართლეთა ცოდნისა და კომპეტენციის გაღრმავება ახალი მიდგომის შემუშავებით და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების ახალი მოდულების შეტანით. უფრო კონკრეტულად, პროექტი შედგება ოთხი კომპონენტისგან : მომზადების პროგრამის გაძლიერება, უმაღლესი განათლების პროგრამების შემუშავება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და ელექტრონული სწავლების მოდულის დანერგვა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, აღნიშნული პროექტს განახორციელებენ ლატვიის სასამართლოთა ადმინისტრაცია, ფრანგული სტრუქტურა « მართლმსაჯულების საერთაშორისო თანამშრომლობა » მოსამართლეთა ეროვნულ სკოლასთან თანამშრომლობით და ხორვატიის მოსამართლეთა აკადემია.

თავის გამოსვლაში, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა პასკალ მენიემ ისაუბრა საფრანგეთის ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი. მან ხაზი გაუსვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლის მნიშვნელობას, სკოლისა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა მოსამართლეთა ეროვნული სკოლის მოდელზე. « ყველა ელემენტია იმისთვის, რომ ეს « შეწყვილების » პროექტი წარმატებული იყოს », დასძინა მან.

ბ-ნი პასკალ მენიე, საფრანგეთის ელჩი
ბ-ნი პასკალ მენიე, საფრანგეთის ელჩი
ბ-ნი ბენუა შამუარი, მისამართლეთა ეროვნული სკოლის დირექტორის მოადგილე და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი
ბ-ნი ბენუა შამუარი, მისამართლეთა ეროვნული სკოლის დირექტორის მოადგილე და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი
ქ-ნი ნიკოლ კოშე, « მართლმსაჯულების საერთაშორისო თანამშრომლობის » დირექტორი
ქ-ნი ნიკოლ კოშე, « მართლმსაჯულების საერთაშორისო თანამშრომლობის » დირექტორი

ქ-მა ნიკოლ კოშემ, « მართლმსაჯულების საერთაშორისო თანამშრომლობის » დირექტორმა და ამ “შეწყვილების” ჯუნიორი პროეტის ხელმძღვანელმა, და ბ-მა ბენუა შამუარმა, მოსამართლეთა ეროვნული სკოლის დირექტორის მოადგილემ და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა, ყურადღება გაამახვილეს ამ პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც მოსამართლეთა სწავლების დარგში ფრანგული გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა.

გარდა ამისა, საფრანგეთის ელჩმა “შეწყვილების” პროექტის ფრანგი მონაწილეების საპატივსაცემოდ, თავის რეზიდენციაში სადილად დაპატიჟა იუსტიციის სფეროში მოღვაწე რამდენიმე ქართველი და ფრანგი პიროვნება.

publie le 02/10/2017

hautdepage