მოქალაქეთა დებატები

თბილისში, მოქალაქეთა დებატებმა გააერთიანა საქართველოს მასშტაბით შერჩეული 100 მოქალაქე, განსაკუთრებით კლიმატური ცვლილებებით დაზარალებული რეგიონებიდან. ეს ღონისძიება ორაგნიზებული იქნა CENN (Caucasus Environmental NGO Network)) და Geo-Eco-Alliance მიერ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად.

დებატები გაიხსნა გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის, საქართველოში გაეროს წარმომადგენლის ნილს სკოტის, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის იოსებ სალუქვაძისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის რენო სალენსის მოკლე გამოსვლებით. მთავრობის წარმომადგენლებმა მალევე დატოვეს დარბაზი რათა საშუალება მიეცათ მოქალაქეთათვის გაემართათ დებატები. დებატების შედეგებმა ნათლად აჩვენა რომ მოქალაქეებს სრულად აქვთ გააზრებული გლობალური დათბობის გამოწვევები და მის შესაჩერებლად ინიციატივების აღების საჭიროება.

***

83 ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო კლიმატსა და ენერგიაზე გამართულ გლობალურ სამოქალაქო დებატში (2015 წლის 6 ივნისი)

2015 წლის 6 ივნისს გაიმართა გლობალური სამოქალაქო დებატი რომლმაც გააერთიანა 83 ქვეყნის 10 400 მოქალაქე, 5 კონტინენტსა და 15 კუნძულზე. თითოეულ ქვეყანაში, ასმა მოქალაქემ მონაწილეობა მიიღო ინფორმაციის და განხილვის დღესთან დაკავშირებულ გამართულ ღონისძიებაში რომელმაც საშუალება მისცა მათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება მხარეთა 21-ე კონფერენციის მოლაპარაკებების 5 ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც გაიმართება პარიზში 2015 წლის დეკემბერში.

საიტი “World Wide Views” საშუალებას აძლევს მოქალაქეებს გაითავისონ საერთაშორისო მოლაპარაკებების პრობლემები, რათა გახდნენ სახელმწიფო გადაწყვეტილებების მნაწილნი. ერთი და იგივე ოქმი გამოიყენება ერთი ქვეყნიდან მეორეში, ისე რომ შედეგები იქნას კონსოლიდირებული და შეესაბამებოდეს ერთი და იგივე კრიტერიუმებს, რომლებიც ხელმისაწვდომია საიტზე 7 ივნისიდან.

ეს ამბიციური პროექტი მომზადებული იქნა გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის სამდივნოს (CCNUCC), სამოქალაქო დებატების ეროვნული კომისიისა და დანიის ტექნოლოგიის ფონდის საბჭოს მიერ. ინიციატივას დაერქვა სახელი « COP21 » და CCNUCC - ის სამდივნომ აღიარა იგი როგორც მოლაპარაკების პროცესის მონაწილედ.

მოქალაქეთა მიერ კლიმატსა და ენერგიზე “ World Wide Views » ზე ივნისში გამოთქმული რჩევები წარმოდგენილი იქნება 2015 წლის 15 ივნისის შეხვედრასა და ამა წლის დეკემბერში პარიზში დაგეგმილ უდიდეს ღონისძიებაზე.

http://climateandenergy.wwviews.org/publications/

JPEG - 494.9 ko
JPEG - 8.4 Mo
JPEG - 10.4 Mo
JPEG - 705.3 ko

publie le 29/06/2015

hautdepage