მოქალაქეთა კონსულტაცია ევროპის გარდასაქმნელად [fr]

2018 წლის აპრილის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე ევროპის 27 ქვეყანაში მონაწილეობითი დემოკრატიის დებატები და სწავლებები გაიმართება. ამ ფართო კონსულტაციის მიზანია ხალხებსა და ევროპის მშენებლობას შორის კავშირი აღადგინოს.

ყველგან ევროპაში, მოსახლეობასა და ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის კავშირის არარსებობის გრძნობამ დაისადგურა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა თავის უკმაყოფილებასა თუ გულისტკივილს გამოხატავს.

სწორედ ამ კონტექსტში რესპუბლიკის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოქალაქეთა კონსულტაციის პროცესის დაწყების წინადადებით გამოვიდა.

Emmanuel Macron, discours à la Pnyx, Athènes – 7 septembre 2017 - JPEG
« ჩემი გზნებარე სურვილია, რომ ყველგან სადაც ქვეყნის ხელმძღვანელები ამ გზას აირჩევენ, ყველა წევრ ქვეყანაში, შევძლოთ დემოკრატიული კონსულტაციების გამართვა ექვსი თვის განმავლობაში, რომლის დროსაც, ყველგან, ჩვენს ქვეყნებში, ჩვენი ხალხები იმსჯელებენ იმ ევროპაზე, რომელიც მათ სურთ. »

ემანუელ მაკრონი, გამოსვლა პნიქსზე, ათენი – 7 სექტემბერი 2017

ნატალი ლუაზომ, ევროპულ საქმეთა მინისტრმა დებულება 2018 წლის 14 მარტს მინისტრთა საბჭოზე წარადგინა.

2018 წლის აპრილის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე ევროპის 27 ქვეყანაში, რომელთაც მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს (გარდა გაერთიანებული სამეფოსი), იმართება მონაწილეობითი დემოკრატიის დებატები და სწავლებები. მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვის მიზნით, გაიმართება ინტერნეტ კონსულტაცია.

ევროპის მოქალაქეთა სპეციალური ჯგუფი, რომელიც 5 და 6 მაისს შეიკრიბება, საერთო თემატიკას განსაზღვრავს.

აღნიშნული კონსულტაციები ყველა მონაწილე წევრი ქვეყნის რამდენიმე საერთო დიდ პრინციპს დაეყრდნობა : ყველა მოქალაქეზე გახსნილობა, პლურალიზმი, გამჭვირვალობა.

საფრანგეთში მზადების პროცესშია ასობით ღონისძიება. რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს პირველ სამოქალაქო კონსულტაციაში ეპინალში, 17 აპრილს.

2018 წლის დეკემბერში, ევროპული საბჭოს შეხვედრამდე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები შემაჯამებელ დასკვნებს გაეცნობიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადით შემდეგ ვებ-გვერდზე:

www.quelleestvotreeurope.fr
Toute l’Europe.eu.

გამოქვეყნებულია 02/05/2018

გვერდის დასაწყისი