მუსიკალური კოლექტივი Georgia Motherland [fr]

2019 წლის 23 მაისს მუსიკალურმა კოლექტივმა Georgia Motherland კავკასიის ფრანგულ სკოლაში გამართა კავკასიის, ახლო და შუა აღმოსავლეთის ტრადიციული და რიტუალური სიმღერების კონცერტი.

მუსიკოსებმა შეასრულეს ქართული, ირანული, ჩეჩნური, აზერბაიჯანული, იეზიდური, საკულტო ზოროასტრული და სხვა სიმღერები. კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეებმა მათთან ერთად იმღერეს ორი სიმღერა, რომელიც 21-23 მაისს ჩატარებულ მასტერკლასებზე შეასწავლეს Georgia Motherland-ის ჯგუფის წევრებმა.

გამოქვეყნებულია 07/06/2019

გვერდის დასაწყისი