მუსიკის დღესასწაული 2007

მუსიკის დღესასწაული პირველად საფრანგეთში, 1982 წლის 21 ივნისს, ბუნიობის დღეს გაიმართა და მას შემდეგ ყოველი წლის ზაფხულში იმართება. წლევანდელი, 23-ე მუსიკის დღესასწაული მრავალ ქვეყანას მოიცავს. მის ფარგლებში გამართული უფასო კონცერტები მრავალფეროვანი მაყურებლის გაერთიანებას ისახავს მიზნად.

საერთაშორისოდ აღიარებულ, საზოგადოებრივ მოვლენად ქცეულ მუსიკის დღეასასწაულს ას ქვეყანაზე მეტი მასპინძლობს ხუთ კონტინენტზე და მუსიკის ყველა ჟანრის პროფესიონალებსა და მოყვარულებს უყრის თავს.

ბოლო წლების მანძილზე ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი მრავალფეროვან აფიშას გვთავაზობს ამ დღესთან დაკავშირებით : კამერუნელი მოღერლის, მუნტუ ვალდოსა და ჯგუფ “Hიც ეტ Nუნც »-ის კონცერტი 2006 წელს, მუსიკის დღე გუდიაშვილის ქუჩაზე, ქართული ტრადიციული მუსიკისა და ფრანგული როკ-ჯგუფის მონაწილეობით, ასევე სიმებიანი აკადემიის მიერ შესრულებული ბაროკოს მუსიკით 2005 წელს, ცოცხალი მუსიკის კონცერტი : აკორდეონი, გიტარა, საქსაფონი, ფოლკლორი, ჟ. პ. რამოს კომიკური ოპერა « პლატე » კონსერვატორიაში და ბერლიოზი ე. მიქელაზის სახ. ორკესტრის შესრულებით 2004 წელს, ლიონის ახალგაზრდა საბალეტო დასი ოპერაში და მუსიკის ღამე ფრანგული და ქართული ჯგუფების მონაწილეობით 2003 წელს.

წელს, საფრანგეთის საელჩო და ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი ათონელის თეატრში (ათონელის ქ. 31) წარმოადგენს :

ტუნისელი მომღერლის, ამელ მათლუტის კონცერტს, შაბათს, 23 და ორშაბათს, 25 ივნისს, 20 სთ-ზე

მუსიკალურ სპექტაკლს : « შიშის მზომელი », წარმოადგენს « კომპანი აერიენ »-ი, პარასკევს, 22 ივნისს 19 სთ-ზე, შაბათს, 23 და კვირას, 24 ივნისს 15 სთ-ზე.

მოსაწვევებისათვის მიმართეთ ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრს.

ამელ მათლუტი დაიბადა 1982 წლის 11 იანვარს ტუნისში, იგი მალე ეზიარა ხელოვნებას. სიმღერა 10 წლის ასაკიდან დაიწყო პოპმუსიკის შესრულებით. 16 წლისამ როკ-ჯგუფი, “იდიომ”-ი ჩამოაყალიბა და ორი წლის განმავლობაში მათთან ერთად საუნივერსიტეტო კონცერტებს ატარებდა. 2002 წლიდან სოლო შემსრულებელი ხდება, შთაგონებას კი ჯოან ბეიზისა და ბობ დილანის შემოქმეებიდან იღებს, ამ უკანასკნელს იგი სპეციალურ კონცერტს უძღვნის Resurrection-თან ერთად. ამჟამად მომღერლის რეპერტუარის დიდ ნაწილს არაბული და ტუნისური მუსიკა შეადგენს. მისი შემოქმედება გამოხატავს გრძნობებს, სიცოცხლის სიყვარულს, უიმედობას, უძლურების განცდას კაცობრიობის სატკივარის წინაშე, რაც გულგრილს არ ტოვებს მაყურებელს.

“შიშის მზომელი”

“შიშის მზომელი” “კომპანი აერიენის” დადგმაა, სადაც ერთმანეთს ერწყმის თანამედროვე თეატრი და ხელოვნება. ადამიანის ფობიების სპეციალისტის კაბინეტში ერთმანეთს ხვდება რამდენიმე პიროვნება. საკუთარ შიშებზე საუბრის მოლოდინში, პერსონაჟები რიგ-რიგობით გამოდიან და ცდილობენ ვინმეს გაანდონ საკუთარი შიშები და განთავისუფლდნენ მათგან. მათ მიერ, ზღაპრის, სიცილისა და სხეულის ენით გადმოცემული ისტორიები საკუთარ თავში სამოგზაუროდ იწვევს მაყურებელს. სცენებს ენაცვლება თამაში ორკესტრის თანხლებით (ფორტეპიანო, ვიოლინო, ვიოლონჩელო და დასარტყმელი ინსტრუმენტები). სცენარის ავტორი და რეჟისორი ჯამელ მამუდი.

JPEG

publie le 01/08/2007

hautdepage