მუსიკის დღესასწაული

ტრადიციისამებრ, 21 ივნისს ვიზეიმებთ მუსიკის დღესასწაულს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ 1982 წელს. ინიციატივამ იმთავითვე შეიძინა ევროპული მასშტაბი, რომლის წარმატება სულ უფრო და უფრო იზრდება. მასში მონაწილე 100-ზე მეტი ქვეყანა მობილიზებულია იმისთვის, რომ მუსიკალური სამყაროს ახალ-ახალი აღმოჩენები მიაწოდოს საზოგადოებას საჯარო და არაოფიციალური ფორმით.

2002 წლიდან, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და ა. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი ამ დღეს მართავს ღონისძიებებს ცოცხალი მუსიკის შესრულებით. 2003 წელს « მუსიკის ღამემ » ერთად შეკრიბა ფრანგული და ქართული ჯგუფები. 2004 წელს პარიზის ოპერის ბაროკოს სტილის წარმოდგენა გაიმართა კონსერვატორიაში, ხოლო, ე. მიქელაძის სახ. სახელმწიფო ორკესტრმა კონცერტი გამართა თბილისის ოპერაში. გასულ წელს, გუდიაშვილის ქუჩაზე გაიმართა მთელი რიგი მუსიკალური ღონისძიებებისა, 13 სთ-დან 23 სთ-მდე, დასწრება იყო უფასო.

წლევანდელი 25-ე მუსიკის დღესასწაული გამორჩეული იქნება მრავალფეროვნებით, 4 დღე გაგრძელდება და ჩატარდება 6 კონცერტი :

  • 19 ივნისს 19 სთ-ზე სამეფო უბნის თეატრში : კამერუნელი მომღერლის, მუნტუ ვალდოს კონცერტი
  • 20 ივნისს 19 სთ-ზე ა. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრში : სიმებიანი აკადემიის კონცერტი და საფრანგეთის « ხელოვნებისა და ლიტერატურის » მედლის გადაცემა მანანა დოიჯაშვილისათვის
  • 21 ივნისს 20 სთ-ზე სამეფო უბნის თეატრში : ფრანგული ჯგუფის კონცერტი « Hic et Nunc »
  • 22 ივნისს 13 სთ-ზე და 17 სთ-ზე სამეფო უბნის თეატრში : “მჯდომარე კაცი” საბავშვო მუსიკალური სპექტაკლი, აიამ სიუროს ლიბანური ზღაპრის მიხედვით, წარმოადგენს კომპანია “9 et demi »
  • 22 ივნისს 19 სთ-ზე ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს კონცერტს (ყოფილი სულხან საბა ორბელიანის სახ. პედ. ინსტიტუტის სააქტო დარბაზში, ი. ჭავჭავაძის 37)

სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია

მოსაწვევები შეგიძლიათ მიიღოთ ა. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრში

გამოქვეყნებულია 27/06/2006

გვერდის დასაწყისი