მშენებლობისა და არქიტექტურის მსოფლიო სალონი

ყოველ მეორე წელიწადს 2 500-ზე მეტი ექსპონენტი მშენებლობისა და არქიტექტურის მსოფლიო სალონზე იკრიბება პარიზში. აერთიანებს რა 3 გამოფენას, როგორებიცაა Batimat, Interclima+Elec და Idéobain, ეს სალონი წარადგენს მასალების, აღჭურვილობების, ტექნოლოგიების, მეთოდებისა და მომსახურებების ამომწურავ და უნიკალურ შეთავაზებას, რათა გარდაქმნებით აღსავსე ბაზრის გამოწვევებს უპასუხოს.

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ახალ ტექნოლოგიებს მართვის სისტემით აღჭურვილი და ეკოლოგიური ნაგებობებისთვის, ინტერნეტში ჩართული სახლებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი ხელმისაწვდომობა, შენობის მშენებლობისა და ექსპუატაციის ხარჯების ოპტიმიზაცია.

ეს სალონი 6-დან 10 ნოემბრამდე პარიზში გაიმართება.

მშენებლობის მსოფლიო გამოფენა ეს არის :
• 353 632, მათ შორის 19%, საერთაშორისო ვიზიტორი
• 182 ქვეყნის წარმომადგენელი
• 2526-დან 1136 უცხოელი ექსპონენტი

დამატებითი ცნობებისთვის იხილეთ:

- Batimat : www.batimat.com
- Interclima+Elec : www.interclimaelec.com
- Idéobain : www.ideobain.com

publie le 28/04/2017

hautdepage