მშვიდობის ევროპის უნივერსიტეტი (10 -22 ივლისი 2005)

JPEG
ქალაქი კანი (ნორმანდია) და მისი უნივერსიტეტი 10 ივლისიდან 22 ივლისამდე, ნორმანდიაში მოკავშირე სამხედრო ძალების გადმოსხმის 60 წლისთავთან დაკავშირებით, მეორედ აწყობს საზაფხულო უნივერსიტეტს რომელიც ეძღვნება მშვიდობასა და ადამიანის უფლებებს. გასულ წელს, პირველმა საზაფხულო უნივერსიტეტმა 75 ევროპელ სტუდენტს მოუყარა თავი 23 ქვეყნიდან.
საქმე ეხება მშვიდობისა და ადამიანის უფლებების შესახებ მოსაზრების შემუშავებას თავად ნორმანდიის ბრძოლის ადგილის შუაგულში იმისათვის, რომ ნაჩვენები იქნას დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის ბრძოლის მუდმივობა.
გარდა ლექციების მრავალფეროვნებისა (ყურადღება გამახვილებული იქნება კონფლიქტების თავიდან აცილების გეოპოლიტიკურ ასპექტებზე) და მონაწილეთა დონისა, მრავალი სტუდენტი დააინტერესონ სხვადასხვა საუნივერსიტეტო დისციპლინით, სტუდენტები გამართავენ სხვადასხვა დებატებს და მათ მიერ მომზადდება 15 წუთიანი ფილმი, რომელიც ასახავს მათ შეხედულებას მშვიდობაზე.
ასამდე სტიპენდიაა გამოყოფილი სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფარავს უნივერსიტეტში ჩაწერისა და ცხოვრების (სამჯერადი კვებით), ასევე მგზავრობის (ორმხრივი ბილეთი) ხარჯებს კანის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ამ სტიპენდიების მოსაპოვებლად საჭიროა გაიგზავნოს მოტივაციის წერილი ფრანგულ ენაზე (ბატონ ბერნარ ბლანშარდის, მუნიციპალური საბჭოს წევრის სახელზე,BP 61, 14 007 CAEN cedex), რომელსაც გააგზავნის საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა სამსახური.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ინტერნეტის გვერდი : www.poluninorm.asso.fr

გამოქვეყნებულია 31/08/2005

გვერდის დასაწყისი