ოლიმპიური დღეები (23-24 ივნისი 2017)

1894 წლის 23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა. ეს თარიღი ყოველ წელს ოლიმპიური დღისა და სპორტული ღირებულებების აღსანიშნად იქნა შერჩეული.


Photo : F. de la Mure / MEAE

Photo : F. de la Mure / MEAE

Photo : F. de la Mure / MEAE

Photo : F. de la Mure / MEAE

Photo : F. de la Mure / MEAE

წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩატარების მინიჭების შესახებ (კენჭისყრა დაგეგმილია 13 სექტემბერს ლიმაში), მთელს საფრანგეთში მოეწყო ღონისძიებები პარიზი2024-ის ფერებით.

პარიზში ეს დღე ორ ოლიმპიურ დღედაც კი იქცა, რომელთა განმავლობაშიც პარიზელებმა და ტურისტებმა მონაწილეობა მიიღეს დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. 30-ზე მეტი დისციპლინა შესთავაზეს ახალგაზრდებსა და ზრდასრულ მოქალაქეებს, პროფესიონალებსა და მოყვარულებს, სენის გასწვრივ, ინვალიდების სასახლესთან თუ « პეტი პალეს » სასახლესთან.

ეს მართლაც წინასწარი განცდა იყო 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისა.

publie le 13/07/2017

hautdepage