ომის ათი წლისთავი საქართველოში (2018წ. 6 აგვისტო) [fr]

საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტიდან ათი წლის შემდეგ, საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ მთლიანად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებსაც მან ხელი მოაწერა 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფასა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას.

აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც ნდობის ზომების მიღებასა და ამ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებისათვის დაბრკოლებების შექმნა, მიუღებელია და ხელს უშლის ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს შორის სასურველ შერიგებას.

საფრანგეთი გააგრძელებს მოქმედებას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სასარგებლოდ, საერთაშორისო სამართლის წესებისა და პრინციპების საფუძველზე, რათა მიღწეულ იქნას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დებულებების სრული შესრულება.

გამოქვეყნებულია 07/09/2018

გვერდის დასაწყისი