ორენოვანი ფრანგულ-ქართული სკოლა იზრდება !

საფრანგეთის საელჩოს მიერ შექმნილი ორენოვანი საბავშვო ბაღის ჯგუფი 2007 წლის სექტემბერში მეორე სასწავლო წელს დაიწყებს. იგი წელსაც ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის დროებით შენობაში განაგრძობს განვითარებას.

ბაღის «საშუალო განყოფილების» ჯგუფი წელს გახდება «საშუალო განყოფილება / დიდი განყოფილება» და მიიღებს ნებისმიერი ეროვნების, 4-5 წლის ბავშვებს.

აქ ორი - ფრანგი და ქართველი - მასწავლებელი ერთად უძღვება ჯგუფის სამუშაოებსა და ორენოვან სწავლებას, რომელიც მიმდინარეობს საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ საბავშვო ბაღის პროგრამით განსაზღვრული 5 სფეროს ùმიხედვით - მეტყველება, სამყაროს აღმოჩენა დროსა და სივრცეში, სოციალიზაცია, ფიზიკური და შემოქმედებითი აქტივობები.

პირველი წლის გამოცდილებამ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ ბავშვები ძალიან იოლად ეგუებიან ორმაგ ენობრივ გარემოს.

ამას გარდა, საფრანგეთის საელჩო იწყებს მშენებლობას ფრანგი არქიტექტორის მიერ შექმნილი ახალი შენობისას, რომელიც განთავსებული იქნება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და სრული ორენოვანი სასკოლო ციკლის (დაწყებითი კლასებიდან ლიცეუმამდე) გასავლელად ოპტიმალურ პირობებს შესთავაზებს მსურველებს. მისი გახსნა 2008 სასწავლო წლის დასაწყისისათვის არის დაგეგმილი.

PDF - 2.6 Mo
(PDF - 2.6 Mo)

გამოქვეყნებულია 01/08/2007

გვერდის დასაწყისი