ორი ფრანგი მეღვინის ჩამოსვლა საქართველოში [fr]

საქართველოში სტუმრობისას, ფრანგული ნატურალური ღვინის ორი გამოჩენილი მწარმოებელი, ბ-ნი ტიერი პუზელა (მამული Clos du Tue-Bœuf) და ბ-ნი ჟან-ფრანსუა ნიკი (მამული Les Foulards Rouges), საქართველოში საფრანგეთის ელჩსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდნენ. ამასთან დაკავშირებით, ნატურალური ღვინის რესტორანში „პოლიფონია“ პრესკონფერენცია გაიმართა.

აღნიშნული ვიზიტი, რომლის მიზანიც ნატურალური ღვინის მწარმოებელ ქართველ მეღვინეებთან შეხვედრა იყო, ხაზს უსვამს ამ სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობას. ბ-ნი პუზელა უკვე მრავალი წელია, რაც საფრანგეთსა და მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევა, ასევე ჩართულია დაღვინების უძველესი ქართული მეთოდების გავრცელებასა და საქართველოში ადგილობრივი ვაზის ჯიშების დაფასებაში.

გამოქვეყნებულია 16/11/2020

გვერდის დასაწყისი