ორმხრივი თანამშრომლობა: დახმარება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში

მიმდინარეობს რეფორმები საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტში და ამასთან ერთად დაწყებულია მაშველების მომზადება. მეხანძრე-მაშველთა კორპუსი აღჭურვილია ძალიან ძველი ტექნიკით (ორმოც წელზე მეტი ხნის მანქანები) და ამ კორპუსის გადამზადება კიდევ უფრო რთული საქმეა. (ადგილზე მისვლა საგანგებო შემთხვევის დროს).

2006 წლის აპრილში ჩატარდა ორკვირიანი სპეციალური სწავლება საგზაო უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი მაშველებისათვის.

JPEG

2006 წლის მარტში დაწყებული რეგიონალური (სომხეთთან) პროექტის ფარგლებში 2007 წელს განხორციელდება დისტანციური სწავლება. 2006 წელს ორი ქართველი მაშველი სამჯერ იმყოფებოდა საფრანგეთში (ქალაქ დრაგინიანის მეხანძრე-მაშველთა სკოლა) რათა პედაგოგიური მხარდაჭერით ჩაეწერათ სხვადასხვა თემატური ლექციები (საგზაო უსაფრთხოება, სამაშველო სამუშაოები მიწისძვრების დროს, ქიმიური სახის დახმარება).
ამ პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა კონვენციას საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, რომელსაც წარმოადგენს მინისტრი. აღნიშნული რეგიონალური პროექტი გაგრძელდება 2007 წელს და მასთან ერთად გათვალისწინებულია პრაქტიკული სწავლება პირველადი დახმარების გაწევის სფეროში.
ჩვენი საქმიანობა ავსებს შვეიცარიის მიერ საქართველოში ამ სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს.

publie le 22/12/2006

hautdepage