პარიზის მერიის ჰაკათონი 2017

2017 წლის 16 მარტს, პარიზის მერის გადაწყვეტილებით, მერიის შენობა მთელი დღით დაეთმობა 1040 სტარტაპს, ექსპერტებსა და ფრანგ თუ უცხოელ ინვესტორებს, რათა მათ შეძლონ ერთმანეთთან თანამშრომლობა და სამომავლო პარტიორული კავშირების დამყარება დიდი მასშტაბის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გარშემო.

PNG
ამა წლის 16 მარტს, პარიზის მერიისა და Paris § Co-ს ორგანიზებით, გაიმართება პარიზის მერიის ჰაკათონი. ჰაკათონის ფარგლებში, პარიზის მერიის დარბაზები ერთი დღის მანძილზე სტარტ-აპებს, დიდ კომპანიებსა და სპორტსმენებს, ისევე როგორც სხვადასხვა დიდ სპორტულ ფედერაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლებს.

სტარტაპებისა და დიდი კომპანიების მნიშვნელოვანი წვლილი

ჰაკათონი სცდება სპორტული ღონისძიების ჩარჩოებს. სტარტ-აპებმა, ისევე როგორც დიდმა კომპანიებმა, უნდა გაითავისონ ოლიმპიადაზე პარიზის კანდიდატურის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც სპორტის გარდა, რა თქმა უნდა გულისხმობს გარემოს, ტრანსპორტს, ლოჯისტიკას, ურბანიზმს, მშენებლობას, ტურიზმს, კვებას, ხალხის ნაკადების მართვას და ა.შ.

მთელი დღის მანძილზე, საერთაშორისო ინვესტორების თვალწინ, ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება pitch-ისა და reverse pitch-ის სეანსები, speed dating სტარტაპებსა და მთელი მსოფლიოს დიდ კომპანიებს შორის (star-up/meet-up), იქნება სადემონსტრაციო სივრცეები (demospace) სადაც სტარტაპებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ მათი გამოგონებები, ჩატარდება კონფერენციები და ადგილზე მოეწყობა სტარტ-აპების სხვადასხვა ატელიეები პარიზი 2024-ის კანდიტატურისთვის.

მოწვევა უცხო ქვეყნების სტარტაპებს

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, მათ ვისაც სურთ ერთი დღის გატარება ინოვატორებისა და გამომგონებლების გარემოში, ფრანგი კოლეგებისა და შესაძლო ახალი ბიზნებს თანამშრომლების გაცნობა.

რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ მისამრთს: http://www.hackinghoteldeville.paris

ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ: hacking@parisandco.com

publie le 03/04/2017

hautdepage