პარიზის მშვიდობის მე-3 ფორუმი : უკეთესი სამყაროს შენება პანდემიის შემდეგ [fr]

2018 წლიდან, პარიზის მშვიდობის ფორუმი არის ადგილი, სადაც სახელმწიფოს მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან ერთიანდებიან კოლექტიური მოქმედების ახალი ფორმების შესამუშავებლად. 2020 წლის 11-დან 13 ნოემბრამდე, აღნიშნული ფორუმის მე-3 გამოშვება საერთაშორისო დონის პირველი ღინისძიება იქნება, რომელიც COVID-19-ის პანდემიის შემდგომი უკეთესი სამყაროს მშენებლობას შეეხება.

2020 წლის ფორუმის მიზნები

პარიზის მშვიდობის ფორუმი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული ღონისძიებაა მულტილატერალიზმისა და კოლექტიური ქმედების მნიშვნელობის ხაზგასასმელად. ფორუმი ძირითადად მიეძღვენება COVID-19-ის პანდემიის საპასუხო ერთობლივ რეაგირებას, სახელდობრ საკითხებს, როგორიცაა ჯანდაცვის სფეროში მსოფლიო მმართველობის გაუმჯობესება, კაპიტალიზმის გარდაქმნა და მისი უფრო ეკოლოგიურად გადაქცევა, უზრუნველყოფა, რომ მონაცემები და სოციალური ქსელები იყოს გამოსავალი და არა საფრთხე.

2020 წელს, ფორუმი მიეძღვნება პროექტებსა და ინიციატივებს მთელი მსოფლიოდან, რომელთა მიზანია COVID-19-ის კრიზისზე რეაგირება დ ჩვენი კოლექტიური გამძლეობის გაუმჯობესება.

12 ნოემბერს გაიმართება სამიტი « ერთობლივი დაფინანსება », რომელიც წარმოაჩენს განვითარების სახელმწიფო ბანკების როლს კრიზისზე მოკლე ვადაში რეაგირებების საჭიროებებისა და აღდგენის მდგრადი ზომების შესაჯერებლად, რომელთაც გრძელვადიანი ზეგავლენა ექნებათ პლანეტაზე და საზოგადოებაზე.

გაიგეთ მეტი პარიზის მშვიდობის მე-3 ფორუმზე.

2020 წლისთვის შერჩეული 100 პროექტი

მსოფლიო მმართველობის ყველა მნიშვნელოვანი აქტორი, განვითარების სახელმზიფო ბანკები, სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამTავრობო ორგანიზაციები, კომპანიები, ფონდები, რელიგიური ჯგუფები, პროფკავშირები და სხვა, მოწოდებულები იყვნენ, რომ 2020 წლის პროექტების კონკურსში ინოვაციური გადაწყვეტილებები წარმოედგინათ.

2020 წლის მარტის შემდეგ 850-ზე მეტი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი ყველა ტიპის აქტორების მხრიდან, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო თანამშრომლობის შესანიშნავი რეზერვი კვლავ არსებობს და კრიზისზე კოლექტიური რეაგირების სურვილი.

შერჩეული 100 პროექტიდან, 46 ეხება ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისზე დაუყოვნებლივ რეაგირებას, წლევანდელი ფორუმის სამი პრიორიტეტის გარშემო :

  • ჯანდაცვის მსოფლიო მმართველობის გაუმჯობესება ;
  • კრიზისის საპასუხოდ შემუშავებული ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების გამოყენება და მართვა ;
  • პანდემიის პერიოდში სამოქალაქო საზოგადოებისა და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა.

სხვა ინიციატივები ეხება ისეთ გამოწვევებს, რომლებიც არათუ გაქრა კორონავირუსთან ერთად, არამედ კიდევ უფრო გამწვავდა : განვითარების დაფინანსება, ძალისხმევა კლიმატის სასარგებლოდ, ოკეანეებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა, მონაცემთა რეგულირება და ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ქალებსა და კაცებს შორის თანსწორობა და სხვა.

იხილეთ შერჩეული პროექტები.

პარიზის მშვიდობის ფორუმის ვებ-გვერდი

გამოქვეყნებულია 23/10/2020

გვერდის დასაწყისი