პარიზის მშვიდობის პირველი ფორუმი [fr]

თანამედროვე მსოფლიოში დაძაბულობის ზრდის საპასუხოდ, ფორუმი ყოველწლიურად თავს მოუყრის იმ პროექტებს, იდეებსა და ინიციატივებს, რომლებსაც ეფექტური წვლილი შეაქვთ უდიდესი გლობალური გამოწვევების შესახებ უკეთეს საერთაშორისო თანამშრომლობაში, უფრო სამართლიან გლობალიზაციასა და უფრო ეფექტურ მრავალმხრივ სისტემაში.

ფორუმის მიზანია მშვიდობის გამყარება უკეთესი მსოფლიო მმართველობით და იმ ყველაფრის ხელშეწყობა, რაც საერთაშორისო დაძაბულობას ამცირებს: სახელმწიფოების თანამშრომლობა საზღვრების მიღმა გამოწვევების საპასუხოდ, მსოფლიო ქონების ერთობლივი მართვა, ინტერნეტისა და ინფორმაციის გაცვლის უკეთესი რეგულირება და სხვა.

პარიზის მშვიდობის ფორუმი რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული დინამიკის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიცაა მრავალმხრივი მიდგომისა და კოლექტიური ქმედების მნიშვნელობის დადასტურება თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ.

COP21-ის მოდელით შთაგონებული პარიზის მშვიდობის ფორუმი გამოცდილებებისა და ნოვატორული გადაწყვეტილებების გაცვლის პლატფორმა იქნება და მმართველობის პროცესის ყველა მონაწილეს მოუყრის თავს : სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს, ადგილობრივი და ეროვნული არჩევითი ორგანოების წევრებს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორს. კომპანიებს, ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებს, ანალიტიკურ ცენტრებს,მედია საშუალებებს, რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს, პროფესიულ კავშირებს მთელი მსოფლიოდან მოვუწოდებთ, წარმოადგინონ ინიციატივები მმართველობის მათებური ხედვების განსავითარებლად.

პარიზის მშვიდობის ფორუმი 5 თემატიკის გარშემო იმართება : მშვიდობა და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, განვითარება, ციფრული და ახალი ტექნოლოგიები, ინკლუზიური ეკონომიკა. ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაიმართება « ლა ვილეტის » დიდ დარბაზში, 2018 წლის 11-დან 13 ნოემბრამდე.

თუ თქვენი სურვილია, მმართველობის პროექტის პოპულარიზაცია, პარიზის მშვიდობის ფორუმი უნიკალური საშუალებაა მის წარმოსადგენად და თქვენი ინიციატივის განსავითარებლად. იმისათვის რომ თქვენი პროექტი შესარჩევი კომიტეტის მიერ შერჩეულ 150 პროექტს შორის მოხვდეს, გააკეთეთ ონლაინ განაცხადი : https://parispeaceforum.org/project-leaders/. განაცხადები მიიღება 30 აგვისტომდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს https://parispeaceforum.org/

გამოქვეყნებულია 25/07/2018

გვერდის დასაწყისი