პარიზის მშვიდობის ფორუმი (2018წ. 11-13 ნოემბერი) [fr]

პარიზის მშვიდობის პირველი ფორუმი 2018 წლის 11-დან 13 ნოემბრამდე გაიმართება, პირველი მსოფლიო ომის ზავიდან ერთი საუკინის შემდეგ.

თანამედროვე მსოფლიო დაძაბულობის ზრდის საპასუხოდ, ფორუმი ყოველწლიურად თავს მოუყრის იმ პროექტებს, იდეებსა და ინიციატივებს, რომლებსაც ეფექტური წვლილი შეაქვთ უდიდესი გლობალური გამოწვევების შესახებ უკეთეს საერთაშორისო თანამშრომლობაში, უფრო სამართლიან გლობალიზაციასა და უფრო ეფექტურ მრავალმხრივ სისტემაში.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მრავალი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათასს შეადგენს. წარმოდგენილი იქნება 119 პროექტი.

პარიზის მშვიდობის ფორუმის მიზნები

პარიზის მშვიდობის ფორუმი რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული დინამიკის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიცაა მრავალმხრივი მიდგომისა და კოლექტიური ქმედების მნიშვნელობის დადასტურება თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ.

ფორუმის მიზანია მშვიდობის გამყარება უკეთესი მსოფლიო მმართველობით და იმ ყველაფრის ხელშეწყობა, რაც საერთაშორისო დაძაბულობას ამცირებს: სახელმწიფოების თანამშრომლობა საზღვრებს იქითა გამოწვევების საპასუხოდ, მსოფლიო ქონების ერთობლივი მართვა, ინტერნეტისა და ინფორმაციის გაცვლის უკეთესი რეგულირება და სხვა.

აზრთა გაცვლისა და დებატების პლატფორმა

COP21-ის მოდელით შთაგონებული პარიზის მშვიდობის ფორუმი გამოცდილებებისა და ნოვატორული გადაწყვეტილებების გაცვლის პლატფორმა იქნება და მმართველობის პროცესის ყველა მონაწილეს მოუყრის თავს : სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს, ადგილობრივი და ეროვნული არჩევითი ორგანოების წევრებს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორს. ფორუმის ამოცანაა მმართველობითი პროექტების განვითარება მათ შესახებ ინფორმირებით, სხვა და სხვა სახის ფორმატის მქონე დებატებში მათი განხილვითა და პროექტების ინიციატორებსა და შესაბამის ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრების ხელშეწყობით.

პარიზის მშვიდობის ფორუმი 5 თემატიკის გარშემო გაიმართება : მშვიდობა და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, განვითარება, ციფრული და ახალი ტექნოლოგიები, ინკლუზიური ეკონომიკა.

პარიზის მშვიდობის ფორუმის შესარჩევმა კომიტეტმა 900-დე კანდიდატურა მიიღო 116 ქვეყნიდან. პირველი ფორუმის ფარგლებში 119 შერჩეული პროექტი იქნება წარმოდგენილი.

გაეცანით შერჩეულ პროექტებს

JPEG - 74.9 ko
ლა ვილეტის დიდი დარბაზი

დამატებითი ინფორმაცია პარიზის მშვიდობის ფორუმის შესახებ

პარიზის მსოფლიო ფორუმი - არაკომერციული ასოციაცია 1901 წლის კანონის საფუძველზე. იგი აერთიანებს პოლიტიკური მეცნიერებების ეროვნულ ფონდს, კერბერის ფონდს, მო იბრაჰიმის ფონდს, საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგულ ინსტიტუტს, მონტენის ინსტიტუტსა და საფრანგეთის რესპუბლიკას, რომელსაც წარმოადგენს ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ფორუმი გაიმართება ლა ვილეტის დიდ დარბაზში 2018 წლის 11-დან 13 ნოემბრამდე.

PDF - 75.2 ko
პარიზის მშვიდობის ფორუმი-ბროშურა ინგლისურად
(PDF - 75.2 ko)

გამოქვეყნებულია 02/10/2018

გვერდის დასაწყისი