პარიზის მშვიდობის ფორუმის ჰაკათონი - კანდიდატურების კონკურსი [fr]

ჰაკათონი გაიმართება პარიზის მშვიდობის ფორუმის ფარგლებში, 11-დან 13 ნოემბრამდე, პარიზში, ლა ვილეტის დიდ დარბაზში.

პარიზის მშვიდობის ფორუმის ჰაკათონი საშუალებას იძლევა, მოხდეს კოლექტიური ინტელექტის მობილიზება სოციალური მეცნიერებების, ინფორმატიკის, მონაცემების, ეკონომიკის სფეროებში მსოფლიო მმართველობისა და ფინანსური მაჩვენებლების გამჭვირალობის გამოწვევების გარშემო.

Hackathon du Forum de Paris sur la Paix - JPEG

მონაწილეები იმუშავებენ ფინანსური მაჩვენებლების გამჭვრივალობაზე, ხოლო წამყვანები და მენტორები მათ დაეხმარებიან, რომ პასუხები გაეცეს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ გამოწვევებს 4 თემის გარშემო :

  • საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუჯეტების გამჭვირვალობა
  • საერთაშორისო ღონისძიებებეის ბიუჯეტების გამჭვირვალობა
  • სახელმწიფო შესყიდვების გამჭვრივალობა
  • ფინანსური მაჩვენებლების მიწოდება საზოგადოებისთვის

მათი მიზანი იქნება, უპასუხონ აღნიშნულ გამოწვევებს ახალი ციფრული პროტოტიპებისა და ინსტრუმენტების განვითარებით, 2-დან 6 მონაწილისგან შემდგარ გუნდში.

კანდიდატურების წარდგენის შესაძლებლობა აქვთ ექსპერტებს, ინჟინრებს, პროგრამისტებსა თუ დიზაინერებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მსოფლიო მმართველობასა და ფინანსური მაჩვენებლების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული გამოწვევებით, 2018 წლის 19 ოქტომბრის 18სთ-მდე (პარიზის დრო).

დამატებითი ინფორმაციისთვის და კანდიდატურის წარსადგენი ანკეტისთვის (ფრანგულად და ინგლისურად) გადადით ბმულზე : https://parispeaceforum.org/hackathon/

გამოქვეყნებულია 25/10/2018

გვერდის დასაწყისი