პარიზის მშვიდობის ფორუმი - 12 ნოემბრის ღონისძიება [fr]

ჯანდაცვის მრავალმხრივი არქიტექტურის განმტკიცება: მაღალი დონის ექსპერტთა საბჭოს "ერთი ჯანმრთელობა" დაფუძნება

Covid-19-ის კრიზისი გვახსენებს კავშირს, რომელიც ჯანმრთელობასა და გარემოს შორის არსებობს. მულტილატერალიზმის ალიანსის მინისტრთა შეხვედრაზე მაღალი დონის ექსპერტთა საბჭო "ერთი ჯანმრთელობა" დაარსდა. საბჭო მიზნად ისახავს, ადამიანის, ცხოველისა და გარემოს ჯანმრთელობას შორის კავშირის შესახებ სანდო ინფორმაციის შეგროვებასა და გავრცელებას ბიომრავალფეროვნების ეროზიის კონტექსტში. შეხვედრაზე ასევე წარადგინეს ფორუმის ინფოდემიის სამუშაო ჯგუფის ანგარიში ინფორმაციისა და დემოკრატიის შესახებ და დაადასტურეს სანდო ინფორმაციაზე წვდომის უფლება.

გამომსვლელები:

  • ჟან-ივ ლე დრიანი (საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი)
  • ჰეიკო მასი (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი)
  • ვივიან ბალაკრიშნა (სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი)
  • მონიკ ელუა (ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია)
  • კრისტოფ დელუარი (რეპორტიორები საზღვრებს გარეშე)

შეხვედრის ვიდეო სრულად

PDF - 211.2 ko
პრეს-რელიზი: მულტილატერალიზმის ალიანსის მუშაობის, მაღალი დონის ექსპერტთა საბჭოს "ერთი ჯანმრთელობა" წარდგენა და ინფოდემიის წინააღმდეგ ბრძოლა.
(PDF - 211.2 ko)

გამოქვეყნებულია 04/12/2020

გვერდის დასაწყისი