პარიზის მშვიდობის ფორუმი 2020 - პროექტების კონკურსი COVID-19-ის წინააღმდეგ ჩვენი კოლექტიური პასუხის შესახებ [fr]

2018 წლიდან, პარიზის მშვიდობის ფორუმი არის ადგილი, სადაც სახელმწიფოს მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან ერთიანდებიან კოლექტიური მოქმედების ახალი ფორმების შესამუშავებლად.

ყოველ წელს, პარიზის მშვიდობის ფორუმზე წარმოადგენენ გადაწყვეტილებებს მრავალი მხარის მონაწილეობით; ეს გადაწყვეტილებები მსოფლიო მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს პასუხობენ, რომელთა წინაშეც თანამედროვე მსოფლიო იმყოფება.

2020 წელს მსოფლიო საერთაშორისო ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც ნათელს ხდის უკეთესი კოლექტიური ორგანიზების გადაუდებლობას. ისე როგორც არასდროს, აუცილებელია მრავალმხრივი მოქმედება, რათა გავუმკლავდეთ მსოფლიო პანდემიის სხვადასხვა შედეგს.

წელს, პანდემიის განსაკუთრებული კონტექსტის გათვალისწინებით, ფორუმი მიეძღვნება პროექტებსა და ინიციატივებს მთელი მსოფლიოდან, რომელთა მიზანია COVID-19-ის კრიზისზე რეაგირება, ჩვენი კოლექტიური გამძლეობის გაუმჯობესება და უფრო მდგრადი მსოფლიოს მშენებლობა. ამგვარად, 2020 წლის პროექტების კონკურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ რეაგირებებსა და გადაწყვეტილებებს, რომელთა მიზანია, გავაუმჯობესოთ ჩვენი პოტენციალი, რომ მოვახდინოთ მომავალი პანდემიების კრიზისების პრევენცია და გავაიოლოთ გარდამავალი პერიოდი უკეთესი მომავლისკენ.

პლანეტის ამ გამოწვევის დასაძლევად შესაძლებელია მიდგომათა უსასრულოდ გამოყენება. თუმცა, 2020 წლის პარიზის მშვიდობის ფორუმის პროექტების კონკურსი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს რეაგირებებს, რომელთა მიზანია ჯანდაცვის მსოფლიო მმართველობის გაუმჯობესება, კრიზისის საპასუხოდ შემუშავებული ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების გამოყენება და მართვა და პანდემიის პერიოდში სამოქალაქო საზოგადოებისა და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა.

ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას მთელი მსოფლიოდან ვიწვევთ, წარმოადგინონ მათი პროექტები ელექტრონული ანკეტის შევსებით. 2020 წლის პარიზის მშვიდობის ფორუმის პროექტების კონკურსი გახანგრძლივდა! იმისათვის, რომ თქვენი პროექტი წარადგინოთ ფორუმის მესამე გამოშვებაზე, რომელიც 2020 წლის 11-დან 13 ნოემბრამდე გაიმართება, კანდიდატურის განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ 2020 წლის 24 ივნისის 18სთ-მდე (პარიზის დროით)/17სთ (GMT).

პარიზის მშვიდობის ფორუმისა და პროექტების კონკურსის შესახებ დამატებით იხილეთ აქ.

გამოქვეყნებულია 22/05/2020

გვერდის დასაწყისი