პარიზის მშვიდობის ფორუმი

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა პასკალ მენიემ და პარიზის მშვიდობის ფორუმის გენერალურმა მდივანმა მარკ რევერდენმა არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრების, უნივერსიტეტებისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს წარუდგინეს პარიზის მშვიდობის პირველი ფორუმი. ეს ფორუმი, რომელსაც დავოსის მშვიდობის ფორუმსაც უწოდებენ, რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული დინამიკის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიცაა მრავალმხრივი მიდგომისა და კოლექტიური ქმედების მნიშვნელობის დადასტურება თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ.

ფორუმის, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაიმართება « ლა ვილეტის » დიდ დარბაზში, 2018 წლის 11-დან 13 ნოემბრამდე, მიზანია მშვიდობის გამყარება უკეთესი მსოფლიო მმართველობით და იმ ყველაფრის ხელშეწყობა, რაც საერთაშორისო დაძაბულობას ამცირებს: სახელმწიფოების თანამშრომლობა საზღვრების მიღმა გამოწვევების საპასუხოდ, მსოფლიო ქონების ერთობლივი მართვა, ინტერნეტისა და ინფორმაციის გაცვლის უკეთესი რეგულირება და სხვა.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, დამსწრეებს, ბ-ნ რევერდენსა და საფრანგეთის ელჩს, ბ-ნ პასკალ მენიეს შორის ფორუმში საქართველოს წარმომადგენლების მონწაწილეობის შესახებ. ამ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს ამ შესაძლებლობის მნიშვნელობა და საჭიროება.

პროექტების წარდგენასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია იხილეთ საიტზე : www.parispeaceforum.org.

საელჩო ასევე მზადაა პასუხი გასცეს პოტენციური ქართველი კანდიდატების ნებისმიერ კითხვებს.

გამოქვეყნებულია 18/07/2018

გვერდის დასაწყისი