პარიზის მშვიდობის ფორუმი - პროექტების კონკურსი 2019 [fr]

იცით რა არის პარიზის მშვიდობის ფორუმი ?

ჩვენ წარმოვაჩენთ ახალ გადაწყვეტილებებს ჩვენი დროის დიდი ტრანსსასაზღვრო გამოწვევბის საპასუხოდ, შემოვიკრებთ რა ყველა კატეგორიის მნიშვნელოვან სუბიექტებს მსოფლიოს ყველა რეგიონიდან.

მიიღეთ მონაწილეობა პროექტების კონკურსში 13 მაისამდე !

გახდით პარიზის მშვიდობის ფორუმის პროექტის წარმდგენი ! არ გაუშვათ შანსი ხელიდან, განავითაროთ თქვენი ინიციატივა და შემოგვიერთდით ჩვენს მეორე ფორუმზე 11-დან 13 ნოემბრამდე პარიზის « ლა ვილეტის » საგამოფენო პავილიონში.

როგორ პროექტებს ვეძებთ ? ჩვენ მხარს ვუჭერს კონკრეტულ ნორმატიულ (სამართლებრივი დოკუმენტები, სტანდარტები და კარგი ქცევები) და ორგანიზაციურ პროექტებს (ახალი მექანიზმები, ინსტიტუტები და გადაწყვეტილებები), რომელთაც ინოვაციური გადაწყვეტილებები მოაქვთ მსოფლიო გამოწვევბზე საპასუხოდ შემდეგი 6 ძირითადი თემის გარშემო :

  • მშვიდობა და უსაფრთხოება
  • განვითარება
  • გარემოს დაცვა
  • ახალი ტექნოლოგიები
  • ინკლუზიური ეკონომიკა
  • კულტურა და განათლება

ვის შეუძლია პროექტის შემოტანა ? ჩვენ ვახალისებთ საპროექტო წინადადებებს მსოფლიო მმართველობის ყველა სუბიექტის მხრიდან, როგორებიცაა საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფოები, საწარმოები, ფონდები, განვითარების სააგენტოები, რელიგიური ჯგუფები, ასოციაციები, ანალიტიკური ცენტრები და უნივერსიტეტები.

რისი მოტანა შეგვიძლია ? ჩვენ მსოფლიოს 120 საჯარო და კერძო ორგანიზაციას ვთავაზობთ, რომ მსოფლიო მმართველობის მათი კონკრეტული პროექტი თავად წარმოადგინონ საგამოფენო პავილიონში განთავსებულ « გადაწყვეტილელების სივრცეში ».

  • აამაღლეთ თქვენი პროექტის ცნობადობა ღონისძიების ათასობით მონაწილესა და მედიასაშუალებების წყალობით.
  • დაუპირისპირეთ თქვენი პროექტი არჩეულ, ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან დებატების დროს.
  • გააცანით თქვენი პროექტი სხვადასხვა სახის პუბლიკას პრეზენტაციის ფორმითა თუ დისკუსიის უნიკალურ ფორმატში, ან კიდევ მოაწყვეთ შეხვედრა სხვა მონაწილეებთან თქვენს სტენდთან.
  • შეხვდით პოტენციურ პარტნიორებს, როგორებიცაა სახელწიფოს და მთავრობის მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციის და საწარმოთა მმართველები, ფილანტროპები, ექსპერტები და ჟურნალისტები.

როგორ წარმოადგინოთ თქვენი პროექტი ? კანდიდატურების წარდგენა ხდება ონლაინ 2019 წლის 13 მარტიდან 13 მაისამდე.

ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს ყველა სხვა სახის ინფორმაციისთვის.

წარმოადგინეთ თქვენი პროექტი დღესვე

parispeaceforum.org

#SOLUTIONSFORPEACE

PNG

გამოქვეყნებულია 17/05/2019

გვერდის დასაწყისი