პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას უმასპინძლებს

ლიმაში გამართულ 131-ე სესიაზე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პარიზს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარება, ხოლო ლოს ანჟელესს 2028 ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მიანიჭა.

კომიტეტის 84 წევრმა ამ ორმაგ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი.

JPEG - 21.9 ko
ტრიუმფალური თაღი პარიზი 2024-ის ფერებში
Photo: Lionel Bonaventure/AFP

აღნიშნულ გადაწყვეტილებას « ისტორიული » უწოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა. ეს გამარჯვებაა პარიზისთვის, რომლის კანდიდატურაც 2008 და 2012 წლებში დამარცხდა, და ამავდროულად მთელი საფრანგეთისთვის, რომელიც ამ მეტად სიმბოლურ თამაშებს უმასპინძლებს.

2024 წლის ოლიმპიური თამაშები, მართლაც, მეასე საიუბილეო წელს გაიმართება 1924 წლის თამაშებიდან, რომლის მასპინძელიც უკანასკნელად იყო პარიზი. პარიზი, სადაც ბარონმა პიერ დე კუბერტენმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დააარსა და 1894 წელს ოლიმპიური თამაშები ააღორძინა, ამ პლანეტარულ მოვლენას მესამედ უმასპინძლებს, 1900 და 1924 წლების შემდეგ.

ეს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები წინამორბედებისგან იმითაც იქნება გამორჩეული, რომ ისინი შეესაბამებიან იმ ღირებულებებს, რომელთაც განასახიერებენ პარიზი და საფრანგეთი : სოლიდარობა, მდგრადი განვითარება და პასუხისმგებლობა ყველა დონეზე.

ესაა შედეგი იმ კოლოსალური შრომისა, რომელიც განხორციელდა და რომელსაც ელოდება ამ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი უახლოესი შვიდი წლის განმავლობაში. ეს არის აგრეთვე შესაძლებლობა საფრანგეთისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს მსოფლიო მასშტაბის, დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარების საკუთარი გამოცდილება და შანსი - სპორტის ყველა მოყვარულისთვის, რომ ორიგინალური კუთხით აღმოაჩინონ ჩვენი ქვეყნის საუცხოო მემკვიდრეობა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიადის მასპინძლის გასაჯაროების შემდეგ, ოთხშაბათს საღამოს, პარიზში, ტროკადეროს მოედანზე, უზარმაზარი ოლიმპიური რგოლები გამოფინეს და გაანათეს.

publie le 21/09/2017

hautdepage