პედაგოგიური ტრენინგები

საფრანგეთის საელჩოს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო და ლინგვისტური თანამშრომლობის პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებისათვის განკუთვნილი ფრანგული ენის სახელმძღვანელო Bien joué! 3-ისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფრანგული ენის ტესტისათვის მოსამზადებალი მასშტაბური კამპანია.

JPEG

საშუალო სკოლების ფრანგული ენის ყველა მასწავლებელი მოწვეულია იმ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად, რომელთაც წარუძღვებიან სახელმძღვანელო Bien joué ! 3-ის ადაპტაციის ავტორები ქ-ნი მზია დათინაშვილი და ქ-ნი თამარ ლომიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტები, ფრანგული ენის ტესტის შემქმნელები - ქ-ნი სიბილა გელაძე, ქ-ნი მაია ჩიგოგიძე და ბ-ნი ზაზა თორია.

აღმოსავლეთ საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთათვის განკუთვნილი ტრენინგები ჩატარდება:
1. შაბათს, 2 დეკემბერს, 11 საათიდან, თბილისის ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში
2. კვირას, 3 დეკემბერს, 11 საათიდან, გურჯაანის მე-2 სკოლაში
3. შაბათს, 9 დეკემბერს, 11 საათიდან, რუსთავის მე-10 სკოლაში
4. პარასკევს, 10 დეკემბერს, 11 საათიდან, კასპის პირველ სკოლაში

დასავლეთ საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთათვის განკუთვნილი ტრენინგები ჩატარდება 2007 წელს.

გამოქვეყნებულია 11/12/2006

გვერდის დასაწყისი