პედაგოგიური ტრენინგები

საფრანგეთის საელჩოს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო და ლინგვისტური თანამშრომლობის პოლიტიკისა და ფრანგული ენის პედაგოგთა დახელოვნების პროგრამის ფარგლებში, კულტურისა და თანამშრომლობის სამსახური ლუარის მხარის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტთან (IUFM) თანამშრომლობით ატარებს ორ პედაგოგიურ სემინარს :

JPEG

1. საინფორმაციო და საკომუნიკაციოი ტექნოლოგიები განათლებისათვის (TICE)
- ფორმატორი : ბ.-ნი ჟან-მარკ დუბრანა
- თარიღი : 2 - 5 ნოემბერი
- დრო : 9.00-დან 18.00-მდე
- მისამართი : საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ფრანგულ-ქართული ინფორმატიკული ინსტიტუტი (კოსტავას ქ. 77)

2. დისციპლინათაშორისი პროექტი დავით კაკაბაძის ნამუშევრების გარშემო
- ფორმატორი : ქ.-ნი მარი-ტერეზ რუ-პერესი
- თარიღი : 28 ნოემბერი - 1-ლი დეკემბერი
- დრო : 9.00-დან 18.00-მდე
- მისამართი : ალქსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი (გუდიაშვილის ქ. 10)

JPEG

ორივე სემინარი არის გაგრძელება საქართველოს ფრანგული ენის პედაგოგთა დახელოვნების პროგრამისა, რომლსაც საფრანგეთის საელჩო 2005 წლიდან ახორციელებს ლუარის მხარის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტთან (IUFM) თანამშრომლობით.

ისინი განკუთვნილია მასწავლებელთა ორი ჯგუფისთვის : 20 პედაგოგი თბილისის მთავარი ფრანკოფონული სასკოლო დაწესებულებებიდან და 20 პედაგოგ-ფორმატორი საქართველოს რეგიონებდან.

სემინარების თემატიკა სრულად შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პედაგოგთა დახელოვნების პრიორიტეტულ მიზნებს.

publie le 07/11/2007

hautdepage