პირველადი მომზადებისა და კვლევითი სტიპენდიები

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიურო აცხადებს რეგიონალურ ტენდერს ფრანგულენოვანი განყოფილებებისა და ფრანგული ენის კათედრების სტუდენტებისა და დოქტორანტების საყურადღებოდ.

პირველადი მომზადებისა და კვლევითი სტიპენდიები განკუთვნილია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი დაწესებულებებისათვის, რომელთა შორის არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისა და სატენდერო დოკუმენტების მოძიება შეუძლიათ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ვებ-გვერდზე : www.europe-centrale-orientale.auf.org

კანდიდატურის დოსიე 2007 წლის 20 აპრილამდე უნდა გაიგზავნოს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროში :

ქ-ნ მიჰაელა კოდრეანუს
შიტუ მაგურეანუს ქ. 1
050025, ბუქარესტი, რუმინეთი

გამოქვეყნებულია 11/04/2007

გვერდის დასაწყისი