პლატფორმის ,,France ALUMNI Géorgie ‘’ პრეზენტაცია

2017 წლის 27 ნოემბერს, საფრანგეთის საელჩომ საქართველოში, საქართველოს ფრანგულმა ინსიტუტუტმა და თბილისის კამპუს ფრანსმა ახალი პლატფორმის ,,France ALUMNI Géorgie ‘’ პრეზენტაცია მოაწყვეს. ღონისძიება გაიმართა « ფაბრიკაში » საფრანგეთის ელჩის საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიეს, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის, ბ-ნი ჟან-ივ ლავუარისა და საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ბ-ნი ანტუან ბარდონის მონაწილეობით.

ალუმნის ახალი პლატფორმა საფრანგეთის საქართველოსთან საუნივერსიტეტო თანამშრომლობის და სტუდენთა მობილობის მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია. ამჟამად, საფრანგეთის საელჩო საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრთან, სტიპენდიების პროგრამის თანადაფინანსების კუთხით, და თბილისის ერასმუსის ბიუროსთან თანამშრომლობს. აღნიშნული ორი სტრუქტურის წარმომადგენელი, პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე საფრანგეთში კურსდამთავრებულები პლატფორმის წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ. საფრანგეთის მთავრობის პირველმა სტიპენდიანტმა, ქ-ნმა თინათინ დავითაშვილმა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ამ ინსტრუმენტის მნიშვნელობას ფრანკოფონი დიპლომირებულებისთვის და მათი მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს და კამპუს ფრანსის ინიციატივით შექმნილი ,,Francealumni.fr’’ არის მრავალენოვანი ონლაინ პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს, საფრანგეთში დიპლომირებული სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირებას, ინფორმირებას, საფრანგეთთან კავშირის შენარჩუნებასა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობას.

ალუმნის ქსელის მეშვეობით, საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დიპლომირებულ ქართველ სტუდენტებს კავშირის დამყარების საშუალება ექნებათ საქართველოში წარმოდგენილ ფრანგულ კომპანიებთან, ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან , რომლებიც აღნიშნულ პლატფორმაზე გამოაქვეყნებენ ვაკანსიებსა და სტაჟის შეთავაზებებს, აქვე იქნება ხელმისაწვდომი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კულტურული ღონსძიებები.

დაუყოვნებლივ შეუერთდით ქსელს France Alumni.

პლატფორმის ,,France ALUMNI Géorgie ‘' პრეზენტაცია "ფაბრიკაში"
პლატფორმის ,,France ALUMNI Géorgie ‘’ პრეზენტაცია "ფაბრიკაში"

გამოქვეყნებულია 16/10/2018

გვერდის დასაწყისი