პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივა ევროპისთვის

ჩვენი დროის დიდი გამოწვევების პირისპირ - თავდაცვა და უსაფრთხოება, დიდი მიგრაციული პროცესები, განვითარება, კლიმატის ცვლილება, ციფრული რევოლუცია, გლობალური ეკონომიკის რეგულირება - ევროპულმა ქვეყნებმა იპოვნეს კი ის საშუალებები, რომლითაც თავიანთ ინტერესებსა და ღირებულებებს დაიცავენ, მსოფლიოში უნიკალურ საკუთარ დემოკრატიულ და სოციალურ მოდელს გაამყარებენ და მის ადაპტირებას მოახდენენ ? შეუძლიათ კი მათ მარტო გაუმკლავდნენ თვითოეულ ამ გამოწვევას ?

არ შეიძლება, ჩვენს თავს უფლება მივცეთ, იგივე პოლიტიკა, იგივე ჩვევები, იგივე პროცედურები, იგივე ბიუჯეტი შევინარჩუნოთ. არ შეიძლება, რომ ისევ ნაციონალური რეგრესის გზა ავირჩიოთ.

ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს მომავალს უზრუნველყოფს, ეს სუვერენული, ერთიანი და დემოკრატიული ევროპის გარდაქმნაა.

სუვერენული ევროპა

ევროპული სუვერენიტეტის ექვსი მნიშვნელოვანი პუნქტი

1. ევროპა, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ყველა მის განზომილებაში

თავდაცვის სფეროში, ევროპა უნდა ფლობდეს ერთიან საბრძოლო ძალებს, თავდაცვის ერთიან ბიუჯეტსა და ერთიან სამოქმედო დოქტრინას.

ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში, ევროპამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობების დაახლოება დაზვერვის ევროპული აკადემიის შექმნით.

უსაფრთხოება უნდა ვუზრუნველყოთ ერთად, ყველა მის განზომილებაში : ევროპა უნდა აღვჭურვოთ სამოქალაქო დაცვის ერთიანი ძალით.

2. ევროპა, რომელიც მიგრაციულ გამოწვევას პასუხობს

ჩვენ უნდა შევქმნათ საზღვრების, თავშესაფრის და მიგრაციის ერთიანი სივრცე, რათა ეფექტურად ვაკონტროლოთ ჩვენი საზღვრები, ღირსეულად მივიღოთ ლტოლვილები, მათი რეალური ინტეგრაცია მოვახდინოთ და სწრაფად გავაძევოთ ისინი, ვინც თავშესაფრის უფლებით ვერ ისარგებლებენ.

ჩვენ უნდა შევქმნათ თავშესაფრის ევროპული ოფისი, რომელიც დააჩქარებს და ჰარმონიულს გახდის პროცედურებს ; დავნერგოთ ერთმანეთთან დაკავშირებული ბაზები და უსაფრთხო ბიომეტრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ; თანდათან ჩამოვაყალიბოთ ევროპული სასაზღვრო პოლიცია, რომელიც საზღვრების მკაცრ მართვას და მათ უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს, ვისი დარჩენაც არ შეიძლება ; დავაფინანსოთ განათლებისა და ინტეგრაციის ფართო ევროპული პროგრამა ლტოლვილებისთვის.

3. ევროპა, რომელიც აფრიკასა და ხმელთაშუაზღვისკენ იყურება

ევროპას უნდა ჰქონდეს რამდენიმე პრიორიტეტზე კონცენტრირებული საგარეო პოლიტიკა: თავდაპირველად ხმელთაშუაზღვისპირეთი და აფრიკა.

მან უნდა განავითაროს ახალი პარტნიორობა აფრიკასთან, რომელიც დაფუძნებული იქნება განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, ენერგეტიკულ გარდაქმნაზე.

4. ევროპა, რომელიც მდგრადი განვითარების მოდელი იქნება

ევროპას წამყვანი ადგილი უნდა ჰქონდეს ეფექტური და სამართლიანი ეკოლოგიური გარდაქმნის პერიოდში.

ამ გარდაქმნის პერიოდში მან უპირატესობა უნდა მიანოჭოს ინვესტიციებს (ტრანსპორტი, საცხოვრებელი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა…) და ზუსტი ფასი უნდა დააწესოს ნახშირბადზე.

ევროპამ უნდა შექმნას სუფთა მანქანებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი სამრეწველო პროგრამა.

მან უნდა უზრუნველყოს საკუთარი საკვები სუვერენიტეტი, ერთიანი სოფლის სამეურნეო პოლიტიკის რეფორმირებითა და კონტროლის ერთიანი ძალის შექმნით, რომელიც ევროპელების საკვებ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

5. ინოვაციისა და რეგულაციის ევროპა, რომელიც ციფრულ სამყაროსთანაა ადაპტირებული

ევროპამ ეს ტრანსფორმაცია თავად უნდა წაიყვანოს და არა განიცადოს ის, მოახდინოს რა პოპულარიზაცია გლობალიზაციის პროცესში თავისი ინოვაციისა და რეგულაციის კომბინაციური მოდელისა.

ის უნდა აღიჭურვოს რადიკალური ინოვაციის სააგენტოთი, რომელიც ერთიანად დააფინანსებს კვლევის ახალ სფეროებს.

მან უნდა უზრუნველყოს სამართლიანობა და სანდოობა ციფრულ გარდატეხაში, გარდაქმნას რა თავისი ფისკალური სისტემები (ციფრული საწარმოების დაბეგვრა) და მოახდინოს რა დიდი პლატფორმების რეგულირება.

6. ევროპა, რომელიც ეკონომიკური და მონეტარული სიმძლავრე იქნება

ჩვენ ევროზონიდან უნდა შევქმნათ მსოფლიოში ევროპის ეკონომიკური სიმძლავრის გული.

ეროვნულ რეფორმებზე დამატებით, ის უნდა აღიჭურვოს ინსტრუმენტებით, რომლებიც მას აქცევს ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის ზონად, კერძოდ ბიუჯეტით, რომელიც დააფინანსებს ერთიან ინვესტიციებს და უზრუნველყოფს სტაბილიზაციას ეკონომიკური დარტყმების პირისპირ.

ერთიანი ვეროპა

1. კონკრეტული სოლიდარობა სოციალური და ფისკალური თანხვედრით

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ თანხვედრას მთელი კავშირის შიგნით იმ კრიტერიუმების დადგენით, რომლებიც ჩვენს სოციალურ და ფისკალურ მოდელებს თანდათანობით აახლოებენ. ამ კრიტერიუმების დაცვამ ევროპის სოლიდარობის ფონდის ხელმისაწვდომობა უნდა განაპირობოს.

ფისკალურ პლანზე, უნდა განისაზღვროს კომპანიების საგადასახადო განაკვეთის კორიდორი ; სოციალურ პლანზე, ყველასთვის უნდა იყოს გარანტირებული მინიმალური ხელფასი, რომელიც ყოველი ქვეყნის ეკონომიკურ რეალობაზე იქნება მორგებული, და უნდა მოხდეს კონკურენციის ჩარჩოებში მოქცევა სოციალური ანარიცხების დონეებით.

2. კულტურისა და ცოდნის შემაკავშირებელი

მიკუთვნების გრძნობა ევროპის ყველაზე მყარი შემაკავშირებელია.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ურთიერთობები იმისათვის, რომ ყოველმა ახალგაზრდა ევროპელმა მინიმუმ 6 თვე გაატაროს სხვა ევროპულ ქვეყანაში, რომ ყოველი სტუდენტი 2024 წლისათვის ორ ევროპულ ენაზე საუბრობდეს.

ჩვენ უნდა შევქმნათ ევროპული უნივერსიტეტები, უნივერსიტეტთა ქსელები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლისა და ლექციების მინიმუმ ორ ენაზე გავლის საშუალებას იძლევა. ლიცეუმში ჩვენ უნდა დავნერგოთ საშუალო განთლების დიპლომების ჰარმონიზაციისა და ურთიერთ აღიარების პროცესი (უმაღლესი განათლების მსგავსად).

დემოკრატიული ევროპა

ევროპის გარდაქმნა ვერ მოხდება ხალხებისგან დამალულად, არამედ ამ საგზაო რუკაში მათი თავიდანვე ჩართვით.

1. დებატების აუცილებლობა: დემოკარტიული შეთანხმებები

6 თვის განმავლობაში, ერთობლივ საკითხებზე დამყარებული ეროვნული და ადგილობრივი დებატები 2018 წელს ევროკავშირის ყველა მსურველ ქვეყანაში გაიმართება.

2. ევროპარლამენტის გაძლიერება: ტრანსნაციონალური სიები

2019 წლიდან, კავშირიდან გამსვლელი ბრიტანელი დეპუტატების კვოტის გამოყენებით, ჩვენ უნდა შევქმნათ ტრანსაციონალური სიები, რომლებიც ევროპელებს საშუალებას მისცემენ, რომ ხმა მისცენ შეთანხმებულ და ერთიან გეგმას.

როგორი ევროპა 2024 წლისათვის?

1. ევროკავშირი, ჩვენი საერთო ჩარჩო

ევროკავშირი განსაზღვრავს ჩვენს საერთო საფუძველს, რომელიც დამყარებულია საერთო, უდავო დემოკრატიულ ღირებულებებზე; უფრო მარტივი და უფრო დამცველი ერთიანი ბაზარი, რომელიც დაკავშირებულია გარდაქმნილ სავაჭრო პოლიტიკასთან (3 მიმართულებით: გამჭვირვალობა მოლაპარაკებებში და სავაჭრო შეთანხმბებების განხორციელებაში; სოციალური და გარემოსდაცვითი სიმკაცრე; ურთიერთშეთანხმება, ევროპის სავაჭრო პროკურორის შექმნით, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს ჩვენი კონკურენტების მიერ წესების დაცვა და დაუყოვნებლივ მოახდინოს ყოველგვარი არაკანონიერი პრაქტიკის სანქცირება).

ეს ევროკავშირი შესაძლებელი იქნება თანდათანობით გაფართოვდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისკენ, თუ ის ამბიციურ დიფერენციაციას დაუშვებს.

ამისათვის მან თავისი ინსტიტუტების რეფორმირება უნდა მოახდინოს, კომისიის უფრო მჭიდრო შემადგენლობით (15 წევრი).

2. დიფერენციაცია ამბიციით

აღნიშნული კავშირის შიგნით, მათ ვისაც უფრო შორს, უფრო სწრაფად სვლა სურთ, ეს ხელშეშლის გარეშე უნდა გააკეთონ. თანამშრომლობები ყველასთვის ღია იქნება ყოველთვის, საერთო ამბიციის დონის ერთადერთ კრიტერიუმზე დაყრდნობით, წინასწარ განსაზღვრული ფორმატის გარეშე.

3. ფრანგულ-გერმანული იმპულსი

ამ გამოწვევების წინაშე, ფრანგულ-გერმანული იმპულსი გადამწყვეტი იქნება. “რატომ არ დავუსახოთ საკუთარ თავებს მიზანი, რომ 2024 წლისათვის ჩენი ბაზრები მთლიანად შევრწყათ და ერთი და იგივე წესები დავუწესოთ ჩვენს კომპანიებს, ბიზნეს სამართლით დაწყებული გაკოტრების სამართლით დამთავრებული?”

ეს პიონერული და კონკრეტული სულისკვეთება აქვს ასევე ელისეის ხელშეკრულებას, რომლის გადახედვის წინადადებით გამოდის საფრანგეთი, რათა მასში აისახოს ახალი საერთო ამბიცია.

4. ევროპის გარდაქმნის ჯგუფი

ყველა ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ამ სურვილს, შეძლებენ შემდეგ კვირებში დააფუძნონ “ევროპის გარდაქმნის ჯგუფი”.

ეს ჯგუფი გააერთიანებს ყველა მსურველი წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს და ევროპულ სტრუქტურებსაც ჩართავს მასში.

დღეიდან მოყოლებული 2018 წლამდე, ის იმუშავებს, რომ დააზუსტოს და შეთავაზება გააკეთოს იმ ზომებისა, რომლებიც აღნიშნულ ამბიციას განახორციელებენ და ამავდროულად დემოკრატიული შეთანხმებების დებატებით იხელმძღვანელებენ. განხილული იქნება გარდაქმნისათვის საჭირო მექანიზმები თემების მიხედვით.

“კვლავ დადგა დრო, რომ საფრანგეთი გამოვიდეს წინადადებით. მე ამ წუთას ვფიქრობ რობერტ შუმანზე, რომელმაც პარიზში, 1950 წლის 9 მაისს, ევროპის მშენებლობის წინადადებით გამოსვლა გაბედა.

მე ვფიქრობ მის შთამბეჭდავ სიტყვებზე: “ევროპა არ შექმნილა, ჩვენ ვიომეთ”.”

ემანუელ მაკრონი, 2017 წლის 26 სექტემბერი

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სიტყვის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

publie le 13/10/2017

hautdepage