პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მისალოცი წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს [fr]

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მისალოცი წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

«ქალბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბერდნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ.

ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზეგავლენას მოახდენს ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, რაც ყველა სახელმწიფოსთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს, 7 მაისს მოგახსენეთ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ გამოწვევაზე რეაგირებას, და თქვენ შეძლებთ საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ზრდა, რაც თქვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ენერგეტიკის სექტორებში დაწყებული რეფორმების მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა, სრულად შეესაბამება ამ პერსპექტივას.

საფრანგეთსა და საქართველოს დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული, მეგობრული და ნდობით აღსავსე ურთიერთობა აქვთ. ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი განმტკიცდა «დიმიტრი ამილახვარის» სახელობის სტრუქტურული დიალოგის დაარსებით, რომელიც დავიწყეთ პარიზში თქვენი ვიზიტისას, 2019 წლის თებერვალში, და რომლის პირველი რაუნდი პარიზში, გასულ დეკემბერში გაიხსნა. დაე, მომავალმა თვეებმა შესაძლებლობა მოგვცეს, ჩვენი ურთიერთობა გავაღრმაოთ, კერძოდ განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ლექციების დაწყებით, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური.

ემანუელ მაკრონი»

გამოქვეყნებულია 30/06/2020

გვერდის დასაწყისი