პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს 20-23 აპრილს ეწვია.

21 აპრილს, ის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ელისეის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას სახელმწიფოს მეთაურებმა ორმხრივი ურთიერთობების სხვა და სხვა ასპექტებზე ისაუბრეს. საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საუბარი ასევე შეეხო საფრანგეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავებას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას.

JPEG - 78.4 ko
Le Président Margvelachvili reçu par le Président Hollande/პრეზიდენტი მარგველაშვილი პრეზიდენტმა ოლანდმა მიიღო
JPEG - 97.9 ko
Entretien à l’Elysée/საუბარი ელისეის სასახლეში

დახვედრის ოფიციალური ცერემონია ინვალიდების სასახლეში გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს არლემ დეზირმა, ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა უმასპინძლა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ბ-ნი მარგველაშვილი ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ბ-ნმა არლემ დეზირმა მიიღო. ამ უკანასკნელმა საქართველოს პრეზიდენტს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს საარქივო მასალა დაათვალიერებინა, რომელიც ეხებოდა საფრანგეთსა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურებს შორის ოფიციალურ ურთიერთობებს. 1921 წელს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად ისინი გადასახლებაში საფრანგეთმა მიიღო. ცერემონიას ზოგიერთი მათი ფრანგი შთამომავალი ესწრებოდა. ღონისძიებისას აღინიშნა ისტორიის მანძილზე საფრანგეთის მხარდაჭერის ურყეობა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

JPEG - 463.2 ko
Le Président géorgien reçu au Quai d’Orsay/საქართველოს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღეს
JPEG - 67.1 ko
L’exposition des documents d’archives du MAEDI/საგარეო საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალის გამოფენა
JPEG - 87.3 ko
Le Président géorgien et l’Ambassadeur de France/საქართველოს პრეზიდენტი და საფრანგეთის ელჩი

22 აპრილს, პრეზიდენტი მარგველაშვილი ჟერარ ლარშერს, სენატის თავმჯდომარეს შეხვდა.

JPEG - 94.4 ko
Entretien avec le Président du Sénat/საუბარი სენატის თავმჯდომარესთან

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ქ-მა ირინა ბოკოვამ მიიღო. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFRI) ორგანიზებით გამართულ ვახშამ-დებატებში.

JPEG - 59.6 ko
Le dîner-débat à l’IFRI/ვახშამ-დებატები საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში

პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში შაბათს 23 აპრილს დასრულდა. ის ლევილ-სურ-ორჟის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა, ლევილში სასაფლაოს ქართული კუთხე და ქართული მამული მოინახულა.

JPEG - 99.6 ko
Visite à Leuville-sur-Orge/ვიზიტი ლევილში
JPEG - 76 ko
Visite à Leuville-sur-Orge/ვიზიტი ლევილში

publie le 18/05/2016

hautdepage