პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბორდოში

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილი ბორდოს მერის, ბ-ნი ალენ ჟუპეს მიწვევით აღნიშნულ ქალაქს 14 სექტემბერს ესტუმრა.

საქართველო პირველი « მიწვეული ვენახია » 2016 წელს გახსნილ « ღვინის საერთაშორისო მუზეუმში ».

საფრანგეთს საქართველოსთან მნიშვნელოვანი ურთიერთობა აკავშირებს. მან, 1921 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის გადასახლებაში მყოფი მთავრობა მიიღო, ბოლშევიკური რუსეთის მიერ მისი შევიწროების შემდეგ. 2008 წელს, საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობის რანგში რუსეთთან ომის შეწყვეტის პროცესში ჩაერია.

საქართველო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრია და თბილისში მდებარეობს "კავკასიის ფრანგული სკოლა". საქართველოს მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან, რომელთანაც ის 21014 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებითაა დაკავშირებული. იგი მტკიცედ ადგას რეფორმებისა და თავისი დამოუკიდებლობის განმტკიცების გზას საფრანგეთის მხარდაჭერით.

JPEG - 60 ko
Le Premier Ministre Guirgui Kvirikashvili en visite à Bordeaux/პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორდოში
JPEG - 101.3 ko
Le dîner sur l’invitation du Maire de Bordeaux Alain Juppé/ვახშამი ბორდოს მერის ალენ ჟუპეს მიწვევით

publie le 28/09/2017

hautdepage