"პრემიე მეტრ ლ’ ერის" ვიზიტი ბათუმში

2016 წლის 17-დან 20 ოქტომბრამდე, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის საპატრულო გემი, "პრემიე მეტრ ლ’ ერი" ბათუმს ეწვია თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში.

17 ოქტომბერს, "პმ ლ’ ერს" ბათუმის პორტში დახვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ბ-ნი ზურაბ პატარაძე, ქ. ბათუმის მერი, ბ-ნი გიორგი ერმაკოვი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი, I რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი, საფრანგეთის ელჩი საფრანგეთში, მ.ა. ბ-ნი პასკალ მენიე და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიო.

გაიმართა მრავალი ოფიციალური შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, რომელთა განმავლობაშიც ხაზგასმით აღინიშნა ფრანგულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების მაღალი ხარისხი, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში.

17 ოქტომბერს, საფრანგეთის ელჩმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ ზაალ კაპანაძეს გადასცა იმ აღჭურვილობის ნაწილი, რომელიც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ბ-ნ ჟან-ივ ლე დრიანის გადაწყვეტილებით საჩხერის სამთო მომზადების სკოლას გამოეყო. ამ 300 წყვილი სამთო ფეხსაცმლის დარჩენილ ნაწილს საქართველოში რამდენიმე კვირაში ჩამოიტანს სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც თბილისში ჩამოვა იმ 35 ქართველი ჯარისკაცის წასაყვანად, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უნდა გაემგზავრნონ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მონაწილეობის მისაღებად.

ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტის განმავლობაში, ფრანგმა მეზღვაურებმა ქართველ სანაპირო დაცვის წევრებთან ერთად ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. გაიმართა რამდენიმე ერთობლივი წვრთნა ყვინთვასა და აბორდაჟის ოპერაციაში (რაც მდგომარეობს გემისა და მისი ტვირთის იდენტიფიცირებაში, მაგალითად ემბარგოს დროს).

და ბოლოს, "პმ ლ’ ერის" ეკიპაჟის წევრებმა ისარგებლეს ბათუმში ყოფნით და ესტუმრნენ ბათუმის n°2 საჯარო სკოლას, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეებმა მათ გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. ისინი ასევე მივიდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრანკოფონ სტუდენტებთან შესახვედრად.

Hymnes Nationaux - JPEG
Le MAE géorgien Mikheil Djanelidze et l'Ambassadeur de France en Géorgie Pascal Meunier - JPEG
Levan Izoria, ministre géorgien de la Défense - JPEG
Une partie de la cession gratuite accordée à la Géorgie, au profit de l'Ecole de montagne de Sachkhere - JPEG
Réception organisée à l'occasion de l'escale du Premier Maître L'Her à Batoumi - JPEG
Exercice conjoint de plongée - JPEG

publie le 04/11/2016

hautdepage