პრესის კომუნიკე

JPEG საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების გენერალური დირექტორის თანაშემწე, ბატონი ფრედერიკ ბალენ დიუ ლორანსი, საქმიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში 22 დან 29 ივლისის ჩათვლით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის (გერმანია, შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი) თხოვნით ბატონი ბალენ დიუ ლორანსი 23 ივლისს დიდი ხნით ადრე დაგეგმილ მოგზაურობას განახორციელებს სოხუმში. იგი, 22 ივლისს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით თბილისში ჩატარებული შეხვედრის შედეგად შემუშავებულ განცხადებას ჩაიტანს.

გამოქვეყნებულია 31/08/2005

გვერდის დასაწყისი