პრეს-რელიზი [fr]

2018 წლის 4 ივლისი

საფრანგეთში ქართული არალეგალური მიგრაციის გამოწვევები და ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში

ბ-ნმა ჟერარ კოლომბმა, სახელმწიფო მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, დღეს გიორგი გახარიასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერ და შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა, რომელიც არალეგალურ მიგრაციასა და საფრანგეთში ქართულ კრიმინალურ ქსელებს შეეხო.

მინისტრებმა დაადასტურეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის კავშირების არსებობა. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ერთად, შეთანხმებულად გადალახონ 2017 წლის მარტიდან საქართველოს სასარგებლოდ ამოქმედებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ქართული კრიმინალური ჯგუფების მოქმედების მიერ წამოჭრილი სიძნელეები.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მოკლევადიანი ვიზებისგან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებამ გამოიწვია საფრანგეთში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა მნიშვნელოვანი ზრდა, იმ დროს, როდესაც საქართველო 2013 წლიდან უსაფრთხო ქვეყნების სიაში ფიგურირებს. ბ-ნმა ჟერარ კოლომბმა ხაზი გაუსვა, რომ დამორჩილებული მიგრაციის შესახებ კანონპროექტის მიღება, რეალური თავშესაფრის უფლება და წარმატებული ინტეგრაცია, საფრანგეთის მხარეს საშუალებას მისცემს, ეფექტური პასუხი გასცეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, განსაკუთრებით თავშესაფრის მოთხოვნათა განხილვის დაჩქარების გზით. თავის მხრივ, გიორგი გახარიამ დეტალურად აღწერა ის ზომები, მათ შორის საკანონმდებლო, რომელთა განხორციელება უკვე დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოდან ევროკავშირისა და საფრანგეთის მიმართულებით არალეგალური მიგრაციის ნაკადების შემცირების მიზნით, კერძოდ საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისას კონტროლის ფორმების გაძლიერება და გვარის შეცვლის შესაძლებლობების შემცირება.

ბ-ნმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო მინისტრს წარუდგინა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველი სამოქმედო გეგმა. ბ-ნი კოლომბი დამატებითი ზომების შემოთავაზებით გამოვიდა, რომელთა მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა. აღნიშნული ზომების ერთობლიობა რეგულარული და მჭიდროდ შეთანხმებული მონიტორინგის საგანი იქნება.

გარდა ამისა, გამამხნევებელი შედეგები იქნა მიღწეული საფრანგეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული კრიმინალური ირგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში. მინისტრებმა საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს, შიდა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერით, რომლის წყალობითაც ჩამოყალიბდება ერთობლივი ჯგუფი ორგანიზებული ტრანსნაციონალური დამნაშავეობის წინააღმდეგ. ეს ჯგუფი შემოიერთებს საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მობილური დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ბიუროს, საფრანგეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს.

ბ-ნი ჟერარ კოლომბი მიესალმა ბ-ნი გიორგი გახარიას, საქართველოს ვიცე-პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის, და საქართველოს ხელისუფლების მტკიცე დანაპირებს, რომ იმოქმედებენ შემართებით აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად, რათა შედეგები უახლოეს თვეებში იყოს მიღწეული.

ბ-ნი ჟერარ კოლომბის შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ბ-ნ გიორგი გახარიასთან
ბ-ნი ჟერარ კოლომბის შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ბ-ნ გიორგი გახარიასთან
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბ-ნი ჟერარ კოლომბის შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ბ-ნ გიორგი გახარიასთან
ბ-ნი ჟერარ კოლომბის შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ბ-ნ გიორგი გახარიასთან
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბ-ნი ჟერარ კოლომბის შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ბ-ნ გიორგი გახარიასთან
ბ-ნი ჟერარ კოლომბის შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ბ-ნ გიორგი გახარიასთან
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბ-ნი ჟერარ კოლომბის შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ბ-ნ გიორგი გახარიასთან
ბ-ნი ჟერარ კოლომბის შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ბ-ნ გიორგი გახარიასთან
შინაგან საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნებულია 03/08/2018

გვერდის დასაწყისი