პროცედურები მოკლევადიანი ვიზით საფრანგეთში გამგზავრების მსურველთათვის

საფრანგეთის საელჩო თბილისში შეახსენებს საფრანგეთში მოკლევადიანი ვიზით ( სამ თვეზე ნაკლები) გამგზავრების მსურველებს, რომ აუცილებელია პირადად გამოცხადდნენ საკონსულოში საჭირო ადმინისტრაციული პროცედურების ( ბიომეტრული ვიზა და ვიზის მოთხოვნის ჩაბარება) შესასრულებლად.

ვიზის მოთხოვნების ზრდის გამო « Call Center »-ს, რომელიც ვიზის მთხოვნელთათვის საკონსულოში შესვლის განრიგს ადგენს, არ შეუძლია შეხვედრის დანიშვნა რამდენიმე კვირის განმავლობაში. მართლაც, საკონსულოში ინტერვიუზე ჩასაწერად მინიმუმ ორი სამი კვირაა საჭირო.
შეხვედრის შემდეგ, თუ ყველა საბუთი წესრიგშია, ვიზის მოთხოვნის დოსიეს შესწავლას შეიძლება 5 სამუშაო დღე დაჭირდეს.

საფრანგეთის საელჩო ბოდიშს უხდის ვიზის მსურველებს ასეთი რთული ვითარებისა და მისგან გამომდინარე შეფერხებების გამო. საკონსულოს მთელი პერსონალი მობილიზებულია ვიზაზე მოთხოვნების უპრეცედენტო მოზღვავებას რომ გაუმკლავდეს. გთხოვთ უფრო ადრე შეიტანოთ ვიზის მოთხოვნა, რათა უკეთეს პირობებში მოახდინოთ საფრანგეთში თქვენი გამგზავრების ორგანიზება.

ამას გარდა, ვიზის მოთხოვნის დოსიეს შესწავლის დაჩქარების მიზნით გთხოვთ შეხვედრაზე წარმოადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი ( დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ მოიძიოთ საელჩოს ინტერნეტ საიტზე). ქართული საბუთების ფრანგულ ენაზე თარგმნა შესაძლებელია ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში.

დასასრულ, ორშაბათს და ხუთშაბათს 14-18 სთ. და პარასკევს 14-16 სთ. შეგიძლიათ საკონსულოს მიმართოთ წინასწარ დანიშნული შეხვედრის გარეშე და მიიღოთ პსუხი ყველა თქვენს კითხვაზე შენგენის ზონაში თქვენს გადაადგილებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე დაწვრილებით ინფორმაციას საელჩოს ინტერნეტ საიტიც მოგაწვდით.

გამოქვეყნებულია 21/06/2007

გვერდის დასაწყისი