ჟაკ შირაკის გარდაცვალება [fr]

საფრანგეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი (1995-2007) ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში, პარიზში, საკუთარ სახლში, ხუთშაბათს, 26 სექტემბერს გარდაიცვალა.

ჟაკ შირაკი, რომელიც 1974-1976 წლებში, პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ დესტენის დროს იყო პრემიერ მინისტრი, შემდეგ კი - პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის დროს, 1986-1988 წლებში, ხოლო ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად (1995 და 2002 წელს), დღესაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრანგებში.

ორშაბათი, 30 სექტემბერი, საფრანგეთში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. საფრანგეთის საელჩო საქართველოში უერთდება ჟაკ შირაკის მიმართ გამოხატულ ეროვნულ პატივს. მათთვის, ვისაც სურს, უკანასკნელი პატივი მიაგოს მას, საფრანგეთის საელჩოში გაიხსნება სამძიმრის წიგნი პარასკევს, 27 სექტემბერს, 14.30სთ-დან 16.30სთ-მდე და ორშაბათს, 30 სექტემბერს, 9.30სთ-დან 17.30სთ-მდე.

JPEG

გამოქვეყნებულია 07/10/2019

გვერდის დასაწყისი