ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტი საქართველოში (2018წ. 26 მაისი) [fr]

2018 წლის 26 მაისს, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვია საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით. ეს ვიზიტი საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერების ახალ ეტაპს წარმოადგენს.

ბ-ნ ლე დრიანს თავდაპირველად ოფიციალური დახვედრა მოუწყვეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სასახლეში, თბილისში. ღონისძიება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საზეიმო ცერემონიაზე ჩამოსული უცხოური დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად გადაღებულმა სიმბოლურმა ფოტოსურათმა უკვდავყო.

JPEG - 99.4 ko
ბ-ნი ლე დრიანის დახვედრა პრეზიდენტის სასახლეში თბილისში
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
JPEG - 162.6 ko
ჯგუფური ფოტო
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

შემდგომ, თავისუფლების მოედანზე, მინისტრი დაესწრო საქართველოს ეროვნული დღესასწაულისა და დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საზეიმო აღნიშვნას, რომელიც კონკრეტულად შედგებოდა სამხედრო ფიცის დადებისა და აღლუმისგან.

JPEG - 123.3 ko
საქართველოს ეროვნული დღესასწაულისა და დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საზეიმო აღნიშვნა
ფოტო: საქართველოს მთავრობა

პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის მიერ დელეგაციებისთვის გამართული სადილის შემდეგ, ბ-ნი ლე დრიანი თბილისის ხელოვნების სასახლის მუზეუმს ესტუმრა, რათა მონაწილეობა მიეღო საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენის გახსნაში, სადაც წარმოდგენილი იქნა ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიპლომატიურ არქივში შენახული, შერჩეული დოკუმენტები საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთის ურთიერთობების შესახებ, საფრანგეთისა სადაც გადასახლებაში წასული მთავრობა მიიღეს 1921 წლიდან.

JPEG - 328.7 ko
ბ-ნი ლე დრიანის სიტყვით გამოსვლა თბილისის ხელოვნების სასახლეში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
JPEG - 73.7 ko
გამოფენის გახსნა თბილისის ხელოვნების სასახლეში
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
JPEG - 93.8 ko
ბ-ნი ლე დრიანის ვიზიტი ხელოვნების სასახლეში
ფოტო: თბილისის ხელოვნების სასახლე

ბ-ნი ლე დრიანი შემდგომ დაესწრო 1918 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ინსცენირებას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პრემიერ მინისტრ, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, რომელმაც მას ეს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.

JPEG - 152.5 ko
ბ-ნი ლე დრიანი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ინსცენირებას ესწრება
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
JPEG - 209.1 ko
პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დათვალიერება
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ამის შემდეგ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა ; შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე. ამ მეტად გულთბილი შეხვედრისას, ბ-ნმა ლე დრიანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავი მიულოცა და საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გარდა ამისა, შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის დამყარებული მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას და საზიარო სურვილს, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა რამდენიმე სფეროში : ეკონომიკა, კულტურა, საუნივერსიტეტო გაცვლა. საუბარი ბოლოს შეეხო საფრანგეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის დიალოგის ახალი ფორმატის დაწყებას, რომელიც დიმიტრი ამილახვრის სახელს ატარებს, წარმოშობით ქართველი ფრანგი ოფიცრისა და საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეგენდარული ფიგურის, რომელმაც თავი გამოიჩინა მეორე მსოფლიო ომში თავისუფალი ფრანგული ძალების გვერდით ბრძოლაში.

JPEG - 59.6 ko
შეხვედრა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან
ფოტო: საქართველოს მთავრობა
JPEG - 57.4 ko
ბ-ნი ჟან-ივ ლე დრიანი და ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

შეხვედრის შემდეგ, ბ-ნი ლე დრიანისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბ-ნი მიხეილ ჩხენკელის მიერ ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაარსების შესახებ, რასაც ფრანგული უნივერსიტეტების დელეგაციაც ესწრებოდა.

JPEG - 61.6 ko
მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაარსების შესახებ
ფოტო: საქართველოს მთავრობა

ბაქოში გამგზავრებამდე, რაც მისი კავკასიური ტურნეს მეორე ეტაპს წარმოადგენდა, მინისტრი სიამოვნებით დაესწრო ცნობილი ქართული ანსამბლის, « სუხიშვილების » სპექტაკლს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

გამოქვეყნებულია 18/06/2018

გვერდის დასაწყისი