ჟან-ივ ლე დრიანის შეხვედრა ქ-ნ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან (პარიზი, 2019 წლის 27 აგვისტო) [fr]

ჟან-ივ ლე დრიანმა, ევრიპოსა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამშაბათს, 27 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღო.

მინისტრი მიესალმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, კერძოდ ამილახვრის სტრუქტურული დიალოგის უახლოეს გახსნას, რომელიც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყეს გასულ თებერვალს, პარიზში. ეს დიალოგი მიზნად ისახავს, განავითაროს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერთავდაცვა, მიგრაციული ნაკადების მართვა, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნა ან თუნდაც, ფრანგული კომპანიების წვლილი ქართული ეკონომიკის გამრავალფეროვნებაში ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ენერგია.

მინისტრმა ხელახლა დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ამასთან მიმართებით აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეგრეთ წოდებული « საპრეზიდენტო არჩევნები » ჩატარდა, 25 აგვისტოს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა და პრეზიდენტმა შეხედულებები გაცვალეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევებისა და ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ტექნოლოგიური ინოვაციის სასარგებლოდ.

ჟან-ივ ლე დრიანმა, ევრიპოსა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღო

ფოტო : ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნებულია 03/10/2019

გვერდის დასაწყისი