ჟერარ მურუსთვის ნობელის პრემიის მინიჭება ფიზიკის დარგში [fr]

2018 წლის 2 ოქტომბერს, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიკის დარგში ნობელის პრემია გადასცა ფრანგ ჟერარ მურუს, კანადელ დონნა სტრიკლანდსა და ამერიკელ არტურ ეშკინს.

ეს ჯილდო ჟერარ მურუს საუცხოო მეცნიერული კარიერის აღიარებაა და ადასტურებს იმ განსაკუთრებულ ადგილს, რომელიც უკავია ფრანგულ ფიზიკას - თეორიულსა თუ ექსპერიმენტულს.

ჟერარ მურუსა და დონა სტრიკლანდის შრომების წყალობით ლაზერების სიმძლავრის გაზრდა გახდა შესაძლებელი, ულტრა-მოკლე და ულტრა-ინტენსიური იმპულსების შექმნით. გარდა ფიზიკის მეცნიერების პროგრესში შეტანილი წვლილისა, ამ გარღვევებმა აგრეთვე მათი გამოყენების სპექტრი გააფართოვა, როგორც სამრეწველო, ასევე სამედიცინო სფეროებში.

გრენობლის უნივერსიტეტში სწავლისა და პიერ და მარი კიურების სახელობის უნივერსიტეტში (დღეს სორბონის უნივერსიტეტი) სადოქტორო ხარისხის მოპოვების შემდეგ, ჟერარ მურუმ თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი ცნობილ ფრანგულ და ამერიკულ კვლევით ლაბორატორიებში გაატარა.

JPEG - 73.6 ko
ჟერარ მურუ

გამოქვეყნებულია 10/10/2018

გვერდის დასაწყისი