« რევოლი » და « პეჟო » ქართულ ბაზარზე [fr]

2018 წლის 9 მარტს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა პასკალ მენიემ მონაწილეობა მიიღო მაღაზიის « თქვენი სამეფო სახლი » გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, ბ-ნ ჯასთინ მაკენზი სმიტთან და კომპანიის « ჰოსფითალითი საფლაიზ ენდ სერვისიზ » მმართველ დირექტორ, ბ-ნ ერიკ კაზახეციანთან ერთად.

მაღაზია, რომელიც სავაჭრო ცენტრ « გალერია თბილისში » მდებარეობს, მომხმარებელს სთავაზობს « რევოლის » მარკის ფრანგული ფაიფურის ფართო არჩევანს და ცნობილი მარკის « პეჟო » პროდუქციას, როგორიცაა წიწაკის, მარილის და ყავის საფქვავები, მეღვინეობის დარგის აქსესუარები და სხვა.

გამოქვეყნებულია 20/03/2018

გვერდის დასაწყისი