როგორ გამოვთვალოთ შენგენის ზონაში ყოფნის ხანგრძლივობა ?

შენგენის ზონაში ნებადართული დღეები და თარიღები მითითებულია შენგენის ვიზაზე.

« ცირკულაციის » ვიზის შემთხვევაში, შენგენის ზონაში მოძრაობის მთავარი პრინციპი იგივე რჩება : შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული პერიოდია 90 დღე 180 დღეზე. თუმცა, დღეების გამოთვლა ყველა შემთხვევაში ხორციელდება შენგენის ზონაში დაგეგმილი შესვლის თარიღიდან უკანასკნელი 180 დღის მხედველობაში მიღებით.

შეგიძლიათ, გამოიყენოთ ევროკომისიის ვებ-გვერდზე მოცემული კალკულატორი, რომელიც შენგენის ზონაში ყოფნის პერიოდის გადამოწმების საშუალებას იძლევა.

publie le 27/10/2015

hautdepage