საახალწლო საჩუქრები მიუსაფართა თავშესაფრის მაცხოვრებელთათვის

2016 წლის 27 დეკემბერს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბ-ნი პასკალ მენიე თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა. თავშესაფარი 2015 წლის 21 დეკემბერს დაარსდა და სულ 250 ადგილისგან შედგება. მისი შენობა თავიდან ბოლომდეა დაცული. აქ თქვენ ნახავთ ყველა საჭირო მომსახურებას, რაც ადამიანს ცხოვრებისთვის სჭირდება: დაწყებული საძინებელი ოთახებიდან და სასადილოდან, დამთავრებული სამედიცინო მომსახურებით.

JPEG - 96.7 ko
საჩუქრების დარიგება

თავშესაფარის დირექტორმა, ბ-მა გოჩა მინდიაშვილმა ელჩს შენობის ტერიტორია დაათვალიერებინა. ვიზიტისას ბ-ნი პასკალ მენიე ასევე შეხვდა ქ. თბილისის მერის მოადგილეს, ქ-ნ ნინა ხატისკაცს, რომელმაც საფრანგეთის ელჩს დეტალურად გააცნო უსახლკაროთა პრობლემები საქართველოში, კერძოდ კი თბილისში.

JPEG - 77.4 ko
საფრანგეთის ელჩი ბ-ნი პასკალ მენიე, თბილისის მერის მოადგილე ქ-ნი ნინა ხატისკაცი და ასოციაცია "შანსის კლუბის" დირექტორი ქ-ნი ტატიან ბალდუკი

ელჩი თავშესაფრის მაცხოვრებლებსაც შეხვდა და წინასწარ მიულოცა დამდეგი ახალი წელი. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს გახლდათ: საახალწლო საჩუქრების დარიგება, რომელიც საფრანგეთის საელჩომ, ორგანიზაცია « Club de Chance »-თან და მის დირექტორთან - ქ-ნ ტატიან ბალდუკთან, ისევე როგორც ორგანიზაცია « Life for kindness foundation »-თან ერთად შეაგროვა. თავშესაფრის მაცხოვრებლებმა ისარგებლეს შემთხვევით და საფრანგეთის ელჩს საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრები გააცნეს.

JPEG - 71.8 ko
ხელნაკეთი ნივთები

JPEG

JPEG - 39.4 ko
ელჩის ინტერვიუ
JPEG - 99.2 ko
ერთობლივი ფოტო შეხვედრის დასასრულს

publie le 16/01/2017

hautdepage