საელჩოს მიერ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მხარდაჭერა [fr]

ელჩის შეხვედრა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობისთვის მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

2019 წლის 19 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა კოალიციის « დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის » წარმომადგენლები და ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდამჭერი დამოუკიდებელ ადვოკატთა ჯგუფის წვერები მიიღო.

ელჩთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციებმა: "საია", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI), "საერთაშორისო გამჭვირვალობა", "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი", "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG), "დემოკრატიის ინდექსი საქართველო" და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი". საუბარი შეეხო გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქართული მართლმსაჯულება იმყოფება და მათი გადალახვის გზებს.

ბ-მა დიეგო კოლასმა ხაზგასმით აღნიშნა ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობა, რომლის გარეშეც არანაირი დემოკრატიული განვითარება და არანაირი სამართლებრივი სახელმწიფო არ შეიძლება, და კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიმართ.

დიეგო კოლასის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია 02/12/2019

გვერდის დასაწყისი