საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო (DCI)

JPEG

პოლიციის, ჟანდარმერიის და სამოქალაქო თავდაცვის საერთო სამმართველო ერთიანი ქსელის სათავეში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურში

საერთაშორისო თანამშრომლობის სამმმართველო (DCI) შეიქმნა 2010 წლის პირველ სექტემბერს. პოლიციის საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის (SCTIP, დაარსდა 1961 წელს) და ჟანდარმერიის საერთაშორისო თანამშრომლობის ქვე-სამმართველოს (SDCI, დაარსდა 1985 წელს) მემკვიდრე საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო ეროვნული პოლიციის და ჟანდარმერიის პირველი საერთო სამმართველოა. პოლიციის და ეროვნული ჟანდარმერიის გენერალური დირექტორების ხელმძღვანელობით საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სტრატეგიის განხორციელებაში; იგი ხელმძღვანელობს, კოორდინირებას უწევს და ახორციელებს :

-  თანამშრომლობას ტექნიკურ, უსაფრთხოების და მმართველობის სფეროებში
-  ოპერატიულ თანამშრომლობას
-  ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას
-  პარტნიორობას

იგი მონაწილეობს სამინისტროს საერთაშორისო სტრატეგიის განხორციელებაში და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ყველა იმ სფეროში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნება, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დაზვერვის სამსახურების სფეროს წარმოადგენენ. იგი ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის ყველა საქმიანობას გენერალური სამდივნოს, სამოქალაქო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის მთავარი სამმართველოს, საფრანგეთში მცხოვრებ უცხოელთა მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი სამმმართველოს და უსაფრთხოების და საგზაო მოძრაობის მთავარი სამმმართველოებისთვის.

მუშაობენ რა საფრანგეთსა და მათი მივლინების ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს საჯარო მოხელეებს და სამხედრო პირებს, საკონსულოებთან ერთად, ევალებათ საზღვარგარეთ მომუშავე საფრანგეთის მოქალაქეებისა და საფრანგეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვა. მათი ქმედებების მიზნია ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის შედეგის მოტანა.

ამგვარად, უსაფრთხოების და მმართველობის სფეროში სახელმწიფოს მიერ შექმნილი საერთაშორისო პოლიციური თანამშრომლობის პირველი მსოფლიო ქსელი ამჟამად მოიცავს 158 ქვეყანას.

თავისი ამოცანების შესასრულებლად საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო ეფუძნება:

-  სათაო ოფისს, რომელიც მდებარეობს ნანტერში-პარიზი-დეფანსის კვარტალი, სადაც მსახურობს 240 პოლიციელი, ჟანდარმი და ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებიც 24 საათიან სამუშაო რეჟიმში უზრუნველყოფენ ოპერატიულ მეთვალყურეობას და ქსელის კოორდინირებას.
-  საზღარგარეთ არსებული შიდა უსაფრთხოების 74 სამსახურისგან შემდგარ ქსელს, რომელიც შიდა უსაფრთხოების ატაშეების (ASI) და აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების 10 ექსპერტის ხელმძღვანელობით აერთიანებს 300 პოლიციელს ან ჟანდარმს.

ამას გარდა, საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო არის ევროპის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პარტნიორი დიპლომატიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის 550 პოლიციელის და ჟანდარმის მივლენისა და განთავსების საკითხებში.

თანამშრომლობა ტექნიკურ, უსაფრთხოებისა და მმართველობის საკითხებში

ცოდნის და გამოცდილების გაზიარება
უსაფრთხოების სფეროში

საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს მიერ ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში განხორციელებული აქციები პასუხობენ პარტნიორი ქვეყნების სურვილს და უსაფრთხოების დარგში მისაღებ შედეგთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

ეს აქციები მიზნად ისახავენ:

-  საფრანგეთის პოლიციის, ჟანდარმერიის, მიგრაციის, სამოქალაქო უსაფრთხოების და საგზაო უსაფრთხოების სამსახურების ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას იმ ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან, რომლებიც ამ სფეროში დახმარების სურვილს გამოთქვამენ.
-  პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებას.
-  უსაფრთხოების სამსახურებს შორის ერთიანი მიდგომების განვითარებას.
-  ეფექტურობის ზრდას კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და კრიზისების მართვაში.
-  უკეთესი სამართლებრივი უსაფრთხოების პრაქტიკის დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობის განმტკიცებას.

ტექნიკური თანამშრომლობა (სტაჟირებები, სწავლებები, ექსპერტთა მივლინებები, უცხოური დელეგაციების ვიზიტები, სემინარები...) ძირითადად ხორციელდება როგორც საფრანგეთში, ასევე საზღვარგარეთ პოლიციის, ჟანდარმერიის, მიგრაციის, სამოქალაქო უსაფრთხოების და საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სამსახურებთან პარტნიორობით.

საფრანგეთისთვის დამახასიათებელი და აღიარებული მოდელის ექსპორტი
ადმინისტრაციულ და მმართველობით სფეროში

უსაფრთხოებასთან ერთად, მმართველობა წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ ძლიერ მხარეს. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინსტიტუციების, საარჩევნო სისტემის, დეკონცენტრაციის, დეცენტრალიზაციის, ადმინისტრაციული და ტერიტორიული მოწყობის თანმიმდევრული მოდელის ხელშეწყობას. თანამშრომლობა გამოიხატება იმ ქვეყნების ტექნიკურ მხარდაჭერაში, რომლებიც გამოთქვამენ დახმარების მიღების სურვილს სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში.

მისი მიზანია აგრეთვე უცხოური გამოცდილების გაზიარება ინსტიტუციონალური თანამშრომლობის არეალის გაფართოების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საჯარო სამსახურის სფეროში (მაგალითად არჩევნებთან დაკავშირებით).

ევროპულ დონეზე ეს თანამშრომლობა ეფუძნება ევროპული სამართლის გამოცდილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში და ხელს უწყობს საფრანგეთის პოზიციის განვითარებას სათემო და ევროპულ ინსტიტუციებში.

ოპერატიული თანამშრომლობა :

მისია საერთაშორისო დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლაში

ამ თანამშრომლობის განხორციელება შიდა უსაფრთხოების ატაშეს (ASI) ერთ-ერთ მთავარ მოვალეობას შეადგენს საერთაშორისო დანაშაულის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საცხოვრებელი ქვეყანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციების გარდა, ეს თანამშრომლობა აადვილებს სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლას არალეგალური ვაჭრობის სხვადასხვა ფორმის, ძებნილი პირების ადგილსამყოფელის დადგენის, დოკუმენტების გაყალბების, არალეგალურ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით...

სწორედ ამ ფარგლებში ხდება გამომძიებლების თანხლება საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მისიის განხორციელებისას.

ამას გარდა, საკონსულოებთან ერთად, შიდა უსაფრთხოების ატაშეები ხელს უწყობენ საზღვარგარეთ ფრანგული დიასპორის წევრების ან ქვეყანაში დროებით მყოფი საფრანგეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას და საფრანგეთის ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ.

სათაო ოფისში, სამორიგეო განყოფილება « H24 » უზრუნველყოფს შიდა უსაფრთხოების სამსახურების ქსელის ოპერატიულ მხარდაჭერას და მათი მეშვეობით მონაწილეობს საფრანგეთის და საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიციის და ჟანდარმერიის სამსახურებს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლის პროცესში.

ინსტიტუციონალური თანამშრომლობა

მრავალმხრივი აქციები

საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციების ფარგლებში
საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო (DCI) უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული ორმხრივი ან მრავალმხრივი აქციების შესაბამისობას. ევროპულ საქმეთა სფეროში იგი კოორდინაციას უწევს სამინისტროს პოზიციებს, რომლებიც წარმოადგენენ ეროვნული პოლიციის და ჟანდარმერიის ინტერესის საგანს და თვალყურს ადევნებს აღნიშნული პოზიციების გათვალისწინებას. მას ევალება ინფორმაციის მიწოდება იმ პოზიციების შესახებ, რომლებსაც მხარი დაუჭირეს სხვა მთავარმა სამმართველოებმა.

იგი ამზადებს მაღალი დონის შეხვედრებს უშუალოდ გენერალური დირექტორების ჩართულობით. უზრუნველყოფს მოლაპარაკებების სრულ მონიტორინგს და შიდა უსაფრთხოების მთავარი საკითხების გამოვლენას.

საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო შეიმუშავებს და წარადგენს პროგრამებს გარე კრიზისების პრევენციის და მართვის სფეროში. იგი ითვალისწინებს რისკებს და საფრთხეებს, წარადგენს კოორდინირებულ წინადადებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის მონაწილეობის შესახებ როგორც მმართველობის დარგში, აგრეთვე საზღვარგარეთ პოლიციის და სამოქალაქო უსაფრთხოების მრჩეველთა მისიებში მონაწილეობისთვის. იგი ხელს უწყობს შესაბამისი ქვეყნების უსაფრთხოებისა და მმართველობის შესაძლებლობების რესტრუქტურიზაციას. საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო აფასებს შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ აქციებს.

ამას გარდა, საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების (ინტერპოლი, ევროპოლი, გაერო, ეუთო) საქმიანობის მონიტორინგს და ხელმძღვანელობს სხვადასხვა ქსელებს - CEPOL (პოლიციის ევროპული კოლეგია), Fontanot-ს ჯგუფი (დასავლეთ აფრიკისთვის) FRANCOPOL (პოლიციელთა მომზადების თანამშრომლობის ფრანგულენოვანი ქსელი), RESOPOLIS (საფრანგეთში მომუშავე პოლიციის უცხოელ ატაშეთა ქსელი).

იგი მოიზიდავს ევროპული და მრავალმხრივი დაფინანსების წყაროებს თანამშრომლობის ზოგიერთი პროექტის განხორცილებისთვის. მას აქვს ევროპული ფონდის პოლიციური კომპონენტის მართვის დელეგირებული უფლებამოსილება შიდა უსაფრთხოებისთვის (FSI პოლიცია).

პარტნიორობა :

ფრანგული ტექნოლოგიების ხელშეწყობა

ეკონომიკური დიპლომატიის განხორციელების ფარგლებში და კონკურენციის წესების შესაბამისად, საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო ხელს უწყობს ფრანგული გამოცდილების და ტექნოლოგიების წინსვლას შიდა უსაფრთხოების და კრიზისული ვითარების პრევენციის დარგში. იგი განსაზღვრავს საუკეთესო უცხოურ მეთოდებს რისკების და საფრთხეების ადრეული გამოვლენის სფეროში.

იგი აადვილებს ფრანგული კომპანიების კონტაქტების დამყარებას ადგილობრივ პარტნიორებთან. ეხმარება კომპანიებს საზღვარგარეთ მათი განთავსების ადგილების უსაფრთხოების ორგანიზებაში და მივლინებაში მყოფ პერსონალს აწვდის ინფორმაციას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

გამოქვეყნებულია 17/04/2018

გვერდის დასაწყისი