საერთაშორისო კამპანია ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების მიზნით [fr]

ამა წლის 16 მაისს, ფრანგულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ « სერვიე » საქართველოში ჰიპერტენზიის ცნობადობის ასამაღლებელი კამპანია « ამას შენთვის გეუბნები » დაიწყო მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა ამ დაავადების შესახებ ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება. კამპანიას მხარს უჭერენ საქართველოს ჰიპერტენზიის ასოციაცია და საქართველოში საფრანგეთის საელჩო.

პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა, საფრანგეთის ელჩი, ბ-ნი პასკალ მენიე სიტყვით გამოვიდა, ისევე როგორც საქართველოში "სერვიეს" წარმომადგენლობის დირექტორი, ქ-ნი მაია ხეცურიანი და აკ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი, პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი.

აღნიშნული დარგის სპეციალისტები, პროექტში ჩართული კეთილი ნების ელჩები და კამპანიის პარტნიორი ორგანიზაციები დაესწრნენ ღონისძიებას, რომლის მიზანი იყო 17 მაისისთვის, ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღისთვის, სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის დაანონსება და წნევის რეგულარული გაზომვის მოწოდება, აღნიშნული დაავადების დროული აღმოჩენის მიზნით. პრესკონფერენციაზე ასევე გაიმართა ვიდეო რგოლის პრეზენტაცია ცნობილი მსახიობებისა და წამყვანების მონაწილეობით.

ჰიპერტენზია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც, უახლესი მონაცემებით, 1,2 მილიარდი ადამიანი ებრძვის. ზრდასრული ადამიანების 40%-დან, რომელსაც ის აღენიშნება, 20%-მა მისი არსებობის შესახებ არაფერი იცის. აღნიშნული დაავადება აგრეთვე სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში.

ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაწყებული კამპანიისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია

ფოტო: ფარმაცევტული კომპანია "სერვიე"

Photo: Société pharmaceutique Servier

გამოქვეყნებულია 13/06/2018

გვერდის დასაწყისი