საერთაშორისო კონფერენცია დიდი შვიდეული საფრანგეთი/იუნესკო [fr]

ამა წლის 5 ივლისს, პარიზში, დიდი შვიდეული საფრანგეთი/იუნესკოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით « ინოვაცია გოგონათა და ქალთა ემანსიპაციისთვის განათლების მეშვეობით ».

საფრანგეთის მიერ დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობის ფარგლებში, რომლის ძირითადი თემაა უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა, მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა. მისი მიზანი იყო:

  • ნოვატორული გადაწყვეტილებების შემოთავაზება გოგონათა და ქალთა ხარისხიანი განათლებისა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯებესებისთვის, რათა მათ ღირსეული სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია განივითარონ;
  • ახალი ინიციატივების დანერგვა, რომლებიც მიზნად ისახავს გოგონათა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაციას განათლების მეშვეობით;
  • კოლექტიური ქმედების წახალისება 2030 წლის დღის წესრიგის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად გოგონების განათლების, გოგონათა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების და ქალთა და კაცთა თანასწორობის სფეროებში.

კონფერენცია ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დახურა.

JPEG

გამოქვეყნებულია 01/08/2019

გვერდის დასაწყისი