საერთაშორისო “სტარტაფების”პროგრამა French Tech Ticket

საფრანგეთის სახელმწიფო და პარიზის მერია პროგრამა French Tech Ticket-ის რიგით მეორე გამოცემას იწყებენ საერთაშორისო “სტარტაფებისთვის”.

კანდიდატურების წარდგენა წარმოებს 21 ივნისიდან.

დაინტერესებულ მეწარმეებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 23 სექტემბრამდე შემდეგ ვეგ-გვერდზე: www.frenchtechticket.com.

2016 წლის დეკემბერში 70 გამარჯვებული პროექტი გამოცხადდება, ხოლო პროგრამა 2017 წლის იანვარში დაიწყება.

წლევანდელი პროგრამა მოიცავს:

  • თვითოეული პროექტის 45 000 ევროთი დაფინანსებას;
  • 12 თვის განმავლობაში 41 პარტნიორი სტრუქტურის დახმარებასა და აკომპანიმენტს ;
  • ლაურეატებისა და მათი ოჯახებისთვის საფრანგეთში სხვა და სხვა ადმინისტრაციული სახის დახმარებას.

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა French Tech Ticket-ში:

  • 2 ან 3 ანგლოფონი თანადამფუძნებლისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფები (პროგრამა ექსკლუზირად ინგლისურ ენაზეა);
  • ჯგუფში შესაძლოა შედიოდეს მაქსიმუმ 1 საფრანგეთის მოქალაქე;
  • ჯგუფები უნდა იყვნენ მათი « სტარტაფის » შექმნის ან განვითარების ფაზაში ;
  • საფრანგეთში იურიდიულად უკვე დაფუძნებული « სტარტაფები » არ მიიღება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გევრდს: www.frenchtechticket.com და იხილეთ ფლაერი ინგლისურ ენაზე.

publie le 20/10/2016

hautdepage