სამთო ტაქტიკური კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში [fr]

2018 წლის 10 მაისს, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო ბრძოლის ტაქტიკური კურსის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოში აკრედიტირებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

ეს კურსი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისათვის, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთებითაა დაფარული.

თავის სიტყვაში, ელჩმა მენიემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი ამ პროექტის განხორციელების საქმეში.
ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ 27-ე სამთო ქვეითი ბრიგადის ორი ფრანგი ექსპერტი, რომლებმაც საჩხერის ინსტრუქტორებს სამთო ტაქტიკურ ბრძოლაში 15 დღიანი სწავლება ჩაუტარეს.

ცერემონიის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ელჩ პასკალ მენიეს სპეციალური სიგელი, ხოლო თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ოლივიე მადიოს, მედალი "გენერალი კვინიტაძე" გადასცა, საჩხერის სკოლისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

JPEG - 2.9 Mo
სამთო ბრძოლის ტაქტიკური კურსის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში

გამოქვეყნებულია 28/05/2018

გვერდის დასაწყისი